უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

21 მარტი, 2018 14:25
font-size

ქობულეთში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია ტურისტულ სეზონამდე დასრულდება

აჭარის მთავრობის თვმჯდომარემ ქობულეთში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა. ზურაბ პატარაძე მიმდინარე სამუშაოებს ქობულეთს მერთან მირიან ქათამაძესთან ერთად გაეცნო.

ამ ეტაპზე რუსთაველის ქუჩის 7 კმ-იან მონაკვეთზე 5 სმ-იანი სისქის ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტის განსახორციელებლად 1 500 000 ლარია გამოყოფილი. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო მიწისქვიშა კომუნიკაციები, სანიაღვრე არხები, ტროტუარები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით.

„ქობულეთის სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობს გზის მოპირკეთება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი არის რუსთაველის ქუჩა, 7 კილომეტრის სიგრძეზე იგება ახალი ასფალტის საფარი. ეს არის საკმაოდ მასშტაბური პროექტი და ძალიან გვახარებს, რომ კომპანია დროზე ადრე დაასრულებს სამუშაოებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურისტულ სეზონს შევხვდებით მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, “ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, იმისთვის, რომ მოწესრიგებული იყოს ინფრასტრუქტურა აქტიურ ტურისტულ სეზონამდე, სამუშაოები თითქმის 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. „ ეს პროექტი ითვალისწინებს მთლიანად რუსთაველის ქუჩის კეთილმოწყობას, ეს არის მეორე ეტაპი, რომლითაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. ამავდროულად, ქალაქში აქტიურ ფაზაშია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, მიმდინარეობს კარიერის, ემტეესის და გელაურის უბნების კეთილმოწყობა. ეს ის უბნებია, რომელიც განთავსებულია ქალაქის პერიფერიებში და ამით ჩვენ ვაცხადებთ, რომ პრიორიტეტს წარმოადგენს არა მხოლოდ ქალაქის ცენტრალური უბნები, არამედ ქალაქის პერიფერია. იმისათვის, რომ წარმატებით განვითარდეს ქალაქის ზრდის და ურბანიზაციის პროცესი, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვას და წარმატებით განხორციელებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ აქტიურად განვახორციელებთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კონტროლს» - აცხადებს მირიან ქათამაძე.

ავტოსაგზაო შემთხვევა მახინჯაურში - დაშავებულებს შორის ორი მცირეწლოვანია

25 მაისი, 2018 , 12:45

მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 5 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ჯიპის ტიპის და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა. დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანის მდგომარეობა

ენგურჰესის ყველა ძირითადი აგრეგატი კვლავ პარალიზებულია

25 მაისი, 2018 , 12:05

ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის – ენგურჰესის ყველა ძირითადი აგრეგატი კვლავ პარალიზებულია. როგორც სადგურის ტექნიკური დირექტორი, გია ხუბუა განმარტავს, სამანქანე დარბაზის ქვედა სართული 20 სანტიმეტრის სიმაღლეზე წყლით ა

ზუგდიდში 3 მოსწავლე აზიური ფაროსანას შესაწამლი ნივთიერებებისგან მოიწამლა

23 მაისი, 2018 , 17:50

ზუგდიდში, ურთის საჯარო სკოლაში 3 მოსწავლე აზიური ფაროსანას შესაწამლი ნივთიერებებისგან მოიწამლა. როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ინტოქსიკაციით სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა 3 მოსწავლე შემოიყ

ატენის ხეობაში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

23 მაისი, 2018 , 13:30

ეროვნული სატყეოს სააგენტოს, შიდა ქართლის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა, გორში, ატენის ხეობაში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.  სამართალდამრღვევმა, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტო

კლასელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

23 მაისი, 2018 , 12:50

კლასელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ივა ტორაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებულს გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით

ქუთაისის საბავშვო ბაღში ქვეწარმავლები აღმოაჩინეს, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

23 მაისი, 2018 , 11:50

ქუთაისის #17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. მიზეზი ბაგა-ბაღის ტერიტორტიაზე აღმოჩენილი ქვეწარმავლებია. როგორც საბავშვო ბაღის თანამშრომლები ყვებიან, ,,ორი-სამი ქვეწარმავალი ბაღის ეზოში მათ იმ დროს შენიშნეს, რ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე