უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 ნოემბერი, 2017 14:55
font-size

ქონების გამოძალვისთვის ბრალდებულებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვაში ბრალდებულები გ.გ, გ.ო და ბ.დ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის ნოემბერში, გ.გ, ბ.დ. და გ.ო. ქ.რუსთავში შეხვდნენ ჯ.მ.-ს, მიაყენეს მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯ.მ.-ს 23 600 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულები სისტემატიურად უკავშირდებოდნენ ჯ.მ.-ს და მისგან თანხის დროულად მიტანას ითხოვდნენ.

სამართალდამცველებმა გ.გ, ბ.დ. და გ.ო. 2017 წლის 8 თებერვალს ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საფრანგეთში ქართველი რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“ დააკავეს

18 აპრილი, 2018 , 12:50

საფრანგეთში ქართველი რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“ დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გავრცელდა. კახა აბუაშვილთან ერთად დააკავეს საქართველოს სხვა მოქალაქეე

ევროპაში ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდები“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს

18 აპრილი, 2018 , 12:40

შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართა. მისი განცხადებით, ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი

თბილისში 33 520 ღერი უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

18 აპრილი, 2018 , 12:10

17 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, თბილისში განხორციელებული სასაქონლო ზედნადების მონიტორინგ

საია ლაშა კაციასათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს

18 აპრილი, 2018 , 12:10

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ლაშა კაციას სახელით საჩივრით მიმართა თბილისის პროკურატურას, რომლითაც ითხოვს მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას. როგორც საია-ში განმარტავენ, საჩივრით მიმართვა ს

ადამიანის უფლებათა ცენტრი პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტის დროულ გამოძიებას მოითხოვს

18 აპრილი, 2018 , 12:10

ხვალ, 19 აპრილს, 10:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე პრესკონფერენციას გამართავენ. ადამიან

პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეს ადამიანები სამომავლოდ რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლები გამხდარიყვნენ - ნათია მეზვრიშვილი

18 აპრილი, 2018 , 11:25

ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია “იმედში”, გადაცემა „პირისპირ“ ,ისაუბრა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შესახებ. „სამწუხარო ფაქტი მოხდა. ბოლო პერიოდში ისმის კითხვა, ამ კონკრეტულ ფა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე