უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 ოქტომბერი, 2020 11:55
font-size

ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მის დაქვემდებარებაში არსებული ორი კომპანიის სახელით, დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეიქმნა ზედმეტობა ჯამში 7 133 000 ლარის ოდენობით.

სისხლის სამართლის საქმეზე ეფექტიანად გატარებული ათეულობით საგამოძიებო მოქმედების შედეგად, დროულად იქნა აღკვეთილი აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება. ბრალდებულმა ხსენებული თანხიდან შეძლო მხოლოდ 224 996 ლარის ოდენობის აქტივის გამოყენება მიმდინარე საგადასახადო დავალიანების დასაფარად, რითაც ბიუჯეტზე აცილებულ იქნა დაახლოებით 6 900 000 ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა – მხილების მიზნით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

“პროსტა გთხოვ რა, ჩემი შვილების ცოდვას ნუ დაიდებ” - როგორ გადასცა ავთანდილ გალდავამ თანხა თავდამსხმელს

24 ოქტომბერი, 2020 , 16:15

ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადასცა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ თანხა საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს. შეგახსენებთ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბა

პოლიციამ ქობულეთში მომხდარი ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქობულეთში მომხდარი, ინკასატორის გაძ

პოლიციამ ზუგდიდში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ორი პირი

24 ოქტომბერი, 2020 , 10:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ

სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

23 ოქტომბერი, 2020 , 12:15

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიი

განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

22 ოქტომბერი, 2020 , 14:25

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული, არასრულწლოვანი ნ.ო. განზრახ მკვლელ

შემოსავლების სამსახურის თამამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

22 ოქტომბერი, 2020 , 14:25

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლის მიერ, ქალაქ ზუგდიდში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 20 000 (100 ბ