უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

18 სექტემბერი, 2023 15:27
font-size

„ქოცები“ არიან რუსები - აი, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსი - გიორგი ვაშაძე

„ქოცები“ არიან რუსები - აი, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსი - ამ განცხადების შინაარსი არის ის, რომ ოთარ ფარცხალაძე არის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი იმ რუსულ ჯაშუშურ სქემაში, რომელიც საქართველოში „ქართული ონების“ ხელდასხმით მოქმედებს, - ასე ეხმაურება სუს-ის განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

„საზოგადოება ელოდება რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენას, აშშ-ის მიერ სანქცირებულია ფარცხალაძე რუსული ჯაშუშური სქემის გატარებისთვის. ამ ფონზე ავრცელებს ამ სისულელეს და აბსურდს, რისი ერთადერთი მიზანია, ვისაუბროთ ყველაფერზე, გარდა იმისა, რომ საქართველოში მოქმედებს რუსული ჯაშუშური ქსელი. ეს ყველაფერი ხდება იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ფარცხალაძის და რუსეთის დაკვეთას ასრულებს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამ ადამიანებს სურთ, წარმოგვიდგინონ, რომ გია ლორთქიფანიძე, რომელიც უკრაინელების მხარდამხარ რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, ყოფილა საქართველოს მტერი და ფარცხალაძე ყოფილა საქართველოს მეგობარი.

დღეს, როცა ყველა სამუშაო უნდა იყოს რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენაზე, ფარცხალაძესთან დაკავშირებული ყველა პირის თანამდებობიდან ჩამოშორებაზე, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, რომ საქართველო სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ამ დროს ისევ და ისევ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ებრძვიან, ჩვენ გვებრძვიან, ქართველ ხალხს გვებრძვიან, აბსურდს იგონებენ, ზღაპრებს თხზავენ, რათა საქართველო თავიდან ბოლომდე დაუქვემდებარონ რუსეთს. „ქოცები“ არიან რუსები - აი, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსი. ამ განცხადების შინაარსია ის, რომ ფარცხალაძე არის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი იმ რუსულ ჯაშუშურ სქემაში, რომელიც მოქმედებს „ქართული ონების“ ხელდასხმით აქ. სწორედ სუს-ში არის ძალიან მძიმედ ფილტრირებული რუსული ჯაშუშური ქსელი, რომელიც ფარცხალაძესთან არის კავშირში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.

ნათია თურნავა გერმანიის ელჩთან შეხვედრის შესახებ - საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი ვრჩებით

22 სექტემბერი, 2023 , 18:04

საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი ვრჩებით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, გერმანიის ელჩთან, პიტერ ფიშერ

იურისტი არ ვარ, თუმცა როგორც ვიცი, აღნიშნული სანქციები არ ზღუდავს ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას - კახა კალაძე

21 სექტემბერი, 2023 , 14:16

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როგორც აქვს ინფორმაცია, სანქციები, რომლებიც დაწესდა ოთარ ფარცხალაძის მიმართ, არ ზღუდავს ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას. კითხვაზე, როგორ შეაფასებთ თურნავას გადაწყვეტილებას მას

ბიძინა დადგა პრობლემის წინაშე, რომ სისტემა არ ჩამოიშალოს და ამ ადამიანებმა არ ჩათვალონ, რომ ბიძინას ამ პრობლემებისგან მათი დაცვა არ შეუძლია - გია ხუხაშვილი

21 სექტემბერი, 2023 , 13:48

როდესაც სანქციები დაიწყო, ამან სისტემაში ყველა დააფრთხო. მან  ააშენა სისტემა, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც დიდი და პატარა ფარცხალაძეები არიან, სისტემაში მყოფი უმრავლესობის მენტალიტეტი იგივეა, რაც ფარცხალაძის, -

ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი - ირაკლი კობახიძე

19 სექტემბერი, 2023 , 17:08

აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები. არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი, - განაცხადა “ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, როდესაც მას ოთარ ფარცხალაძეზე კითხვა

ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა - პრეზიდენტი

19 სექტემბერი, 2023 , 14:23

პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც აშშ-მ დაასან

სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი- მიხეილ სააკაშვილი

18 სექტემბერი, 2023 , 17:18

ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის [ოთარ ფარცხალაძის] მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც - ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც, - ამის შესახებ ყოფილი