უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 აპრილი, 2017 13:35
font-size

ქრისტიანული სალოცავის დანგრევა არის პროვოკაცია, რომელიც ხალხს შორის დაძაბულობის გაჩენას ემსახურება - პანკისის იმამი

პანკისის იმამი ბექხან ფარეულიძე იმ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, რომელიც ახმეტაში ქრისტიანული სალოცავის დანგრევას ეხებოდა. მან სალოცავის დანგრევა პროვოკაციად შეაფასა, რომელიც ემსახურება ქრისტიანებსა და მაჰმადიანებს შორის „დაძაბულობის გაჩენას“.

„ვფიქრობთ, რომ ეს არის პროვოკაციული ქმედება და ამის მოთავეს ქვეყნისთვის არაფერი კარგი არ უნდა და ჩვენს შორის დაძაბულობის გაჩენა სურს“, - დაწერა ფარეულიძემ პანკისის იმამის ფეისბუკგვერდზე.

ფარეულიძე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაელოდონ გამოძიების შედეგებს, რომელიც დამნაშავეებს გამოავლენს.

„დღეს ახმეტაში გაიმართა აქცია, სადაც შეურაცხყოფას აყენებდნენ პანკისელებს. მოვითხოვ, ყველა პროვოკატორმა თავი დაანებოს მთელი ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. დაველოდოთ გამოძიებას. წინასწარ ნუ დაგვადანაშაულებენ იმაში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავიდენდით“, - დაწერა პანკისის იმამმა.

მან დაადანაშაულა ადგილობრივი მედიასაშუალებები არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში. ფარეულიძე მიმართავს მედიას, არ გაამწვავოს სიტუაცია ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის.

„ზოგიერთმა პანკისში მომუშავე მედიასაშუალებამ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით ხალხი შეცდომაში შეიყვანა, თითქოს პანკისის ხეობაში ეკლესია დაანგრიეს, ამან კი თავისი შედეგი გამოიღო და მორწმუნე ქრისტიანების უფრო მეტი აღელვება გამოიწვია.

მინდა ვთხოვო ყველა მედიასაშუალებას, ობიექტური და დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდოთ ხალხს, რომ არ მოხდეს ხალხთა შორის ურთიერთობების გამწვავება, ეს მხოლოდ ამ პროვოკაციის მომწყობებს აწყობთ“, - დაწერა ფარეულიძემ.

პანკისის სათემო რადიო „ვეის“ ინფორმაციით, გუშინდელ აქციაში 500-მდე კაცმა მიიღო მონაწილეობა. შეკრებილებმა განაცხადეს, რომ სოფელ ჯოყოლოში ქრისტიანული სალოცავი განზრახ დაანგრიეს და ეს ქრისტიანული სიმბოლოების შეურაცხყოფის პირველი ფაქტი არაა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.

ანა მებურიშვილი

ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა

26 ივნისი, 2019 , 15:15

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ფარგლებში, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობ

საფრენი აპარატი, რომელიც „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით იყო „ამოუცნობი“, ისრაელის ავიაკომპანიას ეკუთვნის და საავიაციო სამუშაოებს ატარებს - ავიაციის სააგენტო

26 ივნისი, 2019 , 14:50

საფრენი აპარატი, რომელიც „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით იყო „ამოუცნობი“ და ტელეკომპანიის შენობის თავზე დაფრინავდა, ისრაელის ავიაკომპანიას ეკუთვნის და საავიაციო სამუშაოებს ატარებს - ამის შესახებ ინფორმ

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

26 ივნისი, 2019 , 10:16

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო

ძალიან მიყვარხართ, მეამაყებით, თქვენთან ერთად ვარ და თქვენთან ერთად ვიდგები გამარჯვებამდე - გიორგი მარგველაშვილი

25 ივნისი, 2019 , 22:49

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე მივიდა და შეკრებილებს მიმართა. „საქართველოს ისტორია იწერება ყველაზე ამაყი ფრაზით: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი“ აი

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას ევროპის ცნობილ ღვინის საწარმოებში გაივლიან

25 ივნისი, 2019 , 17:30

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“ გაიმართა. ღონისძიება „კონსალტინგისა და ა

ვთხოვთ ჩვენს მრევლს, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში - საპატრიარქო

25 ივნისი, 2019 , 17:15

საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებასა და ბანკების ხელმძღვანელებს მიმართავს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადე