უკან
უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
არქივი
სამართალი
27 სექტემბერი, 2017 11:25
ქრთამის აღებაში ბრალდებულ რწმუნებულს პატირმობა შეეფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ ქვემო ხოდაშენის რწმუნებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ თავისუფლების სანაცვლოდ 12-ათას ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ალექსანდრე ესიტაშვილი პატიმრობაში დატოვა.
ესიტაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 27 ოქტომბერს ჩაინიშნა.
ცნობისათვის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული. ესიტაშვილს გამოძიება ღვინის ქარხანაში წარსადგენი ყალბი ცნობის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით 1000 ლარის აღებას ედავება.
ნინო ექვთიმიშვილი