უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

18 აპრილი, 2019 10:10
font-size

ქრთამის აღების ფაქტზე გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის მუხიანის საუბნო განყოფილების მთავარი სპეციალისტი ზვიად დ. დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ზვიად დ. თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, საქართველოს მოქალაქეს გლდანის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებაში და შესრულებული სამუშაოების ჩაბარებაში დაეხმარა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 1700 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი სცემეს

19 აგვისტო, 2019 , 14:48

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ვაჟი, ირაკლი ქუმსიშვილი სცემეს. “კურიერის” ინფორმაციით, საქმეში სამართალდამცველებიც ფიგურირებენ. ქუმსიშვილის შვილისთვის მიყენებული დაზიანებები კი იმდენად მძიმე

სამეგრელოში უაქციზო სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

19 აგვისტო, 2019 , 14:31

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშ

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17 აგვისტო, 2019 , 11:43

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული კ. ი. დამნაშავედ ცნო. როგორც „მედიანიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნ

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

17 აგვისტო, 2019 , 11:04

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსა

პოლიციამ ავტომობილის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

17 აგვისტო, 2019 , 10:56

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილის ჯგუფურად გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, 2 პირი - 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ბ.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებისა და მიცემის ფაქტებზე სამი პირი დააკავა

17 აგვისტო, 2019 , 10:50

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მუნიციპალ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს