უკან

საზოგადოება

5 აგვისტო, 2020 14:25
font-size

ქუჩებში უკვე შევძლებთ მონატრებული ტურისტების დანახვას. - ნათია თურნავა

რამდენიმე ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება სექტემბერში ავიარეისების შესრულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ნათია თურნავას განცხადებით, ეტაპობრივად, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით სხვა შესაძლო ფრენებიც გაიხსნება.

„აგვისტოში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გავხსენით, დაფრინავს კომპანია „ლუფტჰანზა“, „ეარ ფრანსის“ პირველი რეისი 9 აგვისტოს ჩამოფრინდება, ხვალ კი განხორციელდება „ეარბალტიკის“ პირველი რეისი - რიგა-თბილისი-რიგა. გარდა ამისა, კომპანია „აირზენა“ ასრულებს კომერციულ ჩარტერებს - 16-მდე კომერციული ჩარტერი არის დაგეგმილი თვის განმავლობაში და სულ ახლახან, პარიზის რეისი ჩამოფრინდა. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვა ავიაკომპანიებთან უკვე არა მარტო აგვისტოზე, არამედ სექტემბერზეც და ეტაპობრივად გავხსნით სხვა შესაძლო ფრენებსაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით არ არის ერთმნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც საზოგადოების ყურადღებას საჭიროებს, რათა სიტუაცია კვლავ ეფექტურად მართვადი იყოს.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები, რაც მიმდინარე ავიარესიების დადებითი შედეგია.

„ავიარეისების უდიდესი უმრავლესობა - მგზავრების სამი მეოთხედი უცხოელი ტურისტები, საერთაშორისო ვიზიოტორები არიან. აქედან გამომდინარე, ქუჩებში უკვე შევძლებთ მონატრებული ტურისტების დანახვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკაა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებიც სარგებლობენ ამ რეისებით, მაგრამ ძირითადად ის ვიზიტორები, ვისაც სურს ესტუმროს საქართველოს, რომელიც არის უსაფრთხო ქვეყანა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

NDI საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

21 სექტემბერი, 2020 , 17:40

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი დისტანციური დაკვირვების დაწყების შესახებ განაცხადა. აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარი გახდა

21 სექტემბერი, 2020 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2295 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2140 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

თამარი იყო შეხებაში ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ინფორმაციებთან - დავით ფურცხვანიძე

21 სექტემბერი, 2020 , 16:25

რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება პასუხის პასუხი, სადაც დადასტურებული იქნება, რომ ეს არ არის ექპერტიზის კვალიფიციური პასუხი და ასევე, ჩვენ ძალიან მალე დამატებით სხვა თანამგზავრებიდან გვექნება იმ ადგილის კადრების დუბლირება -

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონი შეუზღუდავი კონტროლის საფრთხეს შეიცავს - „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“

21 სექტემბერი, 2020 , 16:25

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება და მიაჩნია, რომ კანონპროექტით უკონტროლოდ იზრდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახ

შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

21 სექტემბერი, 2020 , 15:30

ბოლო 24 საათში გამოვლინდა და Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს. მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა: 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტ

პარტია „რეფორმერი` სესხების გადავადებას ითხოვს

21 სექტემბერი, 2020 , 15:30

პარტია "რეფორმერი" ინიციატივით გამოდის და მთავრობას სესხების საშეღავათო პერიოდის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. როგორც :რეფორმერში" აცხადებენ, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, სტრესული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.