უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 თებერვალი, 2019 15:47
font-size

„ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის ბრალდების საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი.

„2019 წლის 12 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის მიმართ განხორციელებულ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულების თ. ჯ.-სა და ნ. თ.-ს მიმართ.

სასამართლომ ბრალდებული თ.ჯ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების საქმეზე ნ.თ.-ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულების მიერ, ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, 2018 წლის 25 ივნისს, ვალის დაუყოვნებლივი დაბრუნების მოთხოვნით გაღიზიანებულმა თ.ჯ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გულ-მკერდის, მარჯვენა ლავიწ ქვეშა არეში დანით ჭრილობები მიაყენა ირაკლი ნოზაძეს, რომელსაც დაუზიანდა არტერია. შემდგომ, თ.ჯ.-მ მეგობარ ნ.თ.-სთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი”, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ბერმელის“ სარჩელი ყოფილ თანამშრომლებთან ყალბი სესხებით 20,260 ლარის მითვისებაზე, არ დაკმაყოფილდა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

15 თებერვალი, 2019 , 22:54

დღეს, 15 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან დავაზე, შპს „მისო ბერმელის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომელიც კ

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა

15 თებერვალი, 2019 , 13:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა და დეპარტამენტის მონიტორინგი უფრო მეტი ტიპის საქმეთა გამოძიებას შეეხება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგ

მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 7 768 ლარს - მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს

15 თებერვალი, 2019 , 10:40

ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილის თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 არასრულწლოვანი

15 თებერვალი, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში მომ

თსუ-ის მეცნიერების საქმეზე ახალი გარემოებები და უცნობი ფაქტები გამოიკვეთა -„ახალგაზრდა ადვოკატები“

14 თებერვალი, 2019 , 23:28

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული კონკურსე

შსს-მ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ორი თანამშრომელი გაათავისუფლა

14 თებერვალი, 2019 , 11:20

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ორი თანამშრომელი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ,,საქართველოს კანონმ