უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 ივნისი, 2018 11:00
font-size

ქუჩის მუსიკოსებმა იმღერეთ რამდენიც გინდათ, უბრალოდ, ეს უნდა მოვიდეს არსებულ კანონთან შესაბამისობაში

ქუჩის მუსიკოსებმა იმღერეთ რამდენიც გინდათ, უბრალოდ, ეს უნდა მოვიდეს არსებულ კანონთან შესაბამისობაში, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ კვირის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, არც პიროვნული და არც შემოქმედებითი თავისუფლება არავის ეზღუდება.

„საკმაოდ რეზონანსი ჰქონდა ამ კვირაში ინფორმაციას ქუჩის მუსიკოსებთან დაკავშირებით, კარგია, რომ სერგი გვარჯალაძემ განმარტება გააკეთა და დააზუსტა, თუ რისი თქმა სურდა. ამ დროს, რამდენი მუსიკოსი ჰყავს თბილისს, არავინ ითვლის და მათ არავინ ზღუდავს. პირიქით, იმღერეთ, რამდენიც გინდათ, ისიამოვნეთ და ჩვენც გვასიამოვნეთ, უბრალოდ, ეს უნდა მოვიდეს არსებულ კანონთან შესაბამისობაში.

ძალიან მარტივია, სადაც ხალხს სძინავს, სხვა საათი განისაზღვრება, სადაც ტურისტული სივრცეა, იქ – სხვა და ჩვენ სიახლეს ნამდვილად არ ვიგონებთ. ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში, ქალაქებში ეს ბუნებრივია და თბილისიც, რა თქმა უნდა, არ ჩამოუვარდება ამ ქალაქებს. ქალაქი არის ცოცხალი ორგანიზმი, ქალაქი იმართება და ვითარდება წესრიგით, წესრიგის ფარგლებში კი არავის არც პიროვნული და არც შემოქმედებითი თავისუფლება არ ეზღუდება. ასე რომ, ჩვენ, ყველა ერთად, სიმღერით და სილამაზით შევქმნით უფრო მეტად თავისუფალ და თბილისურ გარემოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუჩის მუსიკოსები შესაძლოა, გარკვეულ რეგულირებას დაექვამდებარონ. ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ კი განმარტა, რომ ქუჩის მუსიკოსების აკრძალვაზე საუბარი არ არის, პირიქით, საუბარია მათ ხელშეწყობაზე, რათა ქუჩის მუსიკოსების სცენა კარად იყოს შესწავლილი და მათი პოპულარიზაცია მოხდეს.

საკვანძო სიტყვები:

„ლიბერთი ბანკის“ მფლობელებმა და მმართველებმა დაადასტურეს, რომ მზად არიან, დაუყოვნებლივ გაწყვიტონ კონტრაქტი საპენსიო მომსახურებაზე და გადავიდნენ გარდამავალ რეჟიმში - ალეკო ელისაშვილი

24 ივნისი, 2021 , 16:49

„მოქალაქეების“ ლიდერი, პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ლიბერთი ბანკი“ საპენსიო მომსახურებაზე კონტრაქტის გაწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნ

ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, თავი შეუძლოდ იგრძნო და გამოკვლევის ჩასატარებლად სტამბოლის კლინიკაში გაემგზავრა - მოძრაობა „ერი“

24 ივნისი, 2021 , 15:32

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი“ ადასტურებს, რომ ბოლო დღეებში ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად სტამბოლი

საქართველოში ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება- ამირან გამყრელიძე

24 ივნისი, 2021 , 14:39

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ინდური შტამის ცირკულაცია 10-დან 20 პროცენტამდე მერყეობს. გამყრელიძე აცხადებს, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში ე.წ. დელტა შტამი

საჩხერეში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს

24 ივნისი, 2021 , 14:32

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კურსი ნატოს &bdq

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ბალავარი ჯგუფი“ რეგიონებში კიდევ 3 სკოლას ააშენებს

24 ივნისი, 2021 , 13:10

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის ფარგლებში პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „ბალავარი ჯგუფი“ აქტიურად აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო პროექტების განხორცი

გარემოსდაცვითი პოლიტიკის გასაძლიერებლად გერმანიის მთავრობამ საქართველოს 24 მლნ ევრომდე გრანტი გამოუყო

24 ივნისი, 2021 , 12:30

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი