უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 აპრილი, 2017 13:50
font-size

ქულათა სისტემით, უკონტაქტო პატრულირებითა და სანქციების გამკაცრებით შემცირდება გზებზე დაღუპულთა და დაზარალებულთა რიცხვი - დავით მესხიშვილი

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის განცხადებით, უკონტაქტო პატრულირებით, ქულათა სისტემითა და სხვა დარღვევებზე ჯარიმების გამკაცრებით შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევებით დაღუპულთა და დაზარალებულთა რიცხვი.

მესხიშვილის თქმით, საქართველომ ლიტვისგან უნდა აიღოს მაგალითი მისი წარმატებული საგზაო მოძრაობის რეფორმების გამო.

„ლიტვა არის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით. მათ ევროპაში აჩვენეს ყველაზე მსხვილი კლება ავტოსაგზაო შემთხვევების. და ჩვენ, ბუნებრივია, მათ გამოცდილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვაქცევთ. ქულათა სისტემა, უკონტაქტო პატრულირება, სანქციების გამკაცრება სიჩქარის გადაჭარბებაზე და ნასვამი პირების მიმართ და ასე შემდეგ, იქნება მნიშვნელოვანი წინსვლა იმისთვის, რომ შევამციროთ ავტოსაგზაო შემთხვევები, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა", - განაცხადა დავით მესხიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ ცვლილებებს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში. საკანონმდებლო პაკეტი შეიცავს მართვის მომწობაზე 100-ქულიანი სისტემის ამოქმედებას, რომლის მიხედვით, სამართალდარღვევებისას ქულების 0-მდე შემცირების გამო მძღოლი მართვის მოწმობის გარეშე დარჩება, რომლის შემდეგ მას ხელახლა მოუწევს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება. გარდა ამისა, განიხილავენ უკონტაქტო პატრულირების სისტემის შემოღებას.

ანა მებურიშვილი

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი