უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
პოლიტიკა
ქუმსიშვილისა და მედვედევის ფოტოს იაფფასიანი ტირაჟირება კარგი არ არის - ვიქტორ დოლიძე
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განმარტებით, საქართველო ვიცე-პრემიერსა და ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს შორის რამე სახის შეხვედრა ან კომუნიკაცია არ შემდგარა.
დოლიძის თქმით, ამ თემიდან იაფფასიანი აჟიოტაჟი შექმნეს.
„არის საერთაშორისო ორგანიზაციები და ფორმატები, სადაც ფოტოებს იღებენ და ვინ ვის გვერდით დადგება, ამას როგორც წესი, ადგილობრივი პროტოკოლი ადგენს. ამიტომ, დიმიტრი მედვედევსა და დიმიტრი ქუმსიშვილს შორის არავითარი საერთო არც შეიძლება იყოს. ამგვარი არასახელმწიფოებრივი, ამ თემის იაფფასიანი ტირაჟირება კარგი არ არის“, - განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ფოტო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC ) 25-წლის იუბილედან, სადაც დიმიტრი ქუმსიშვილი რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ერთადაა გადაღებული.
ანა მებურიშვილი