უკან

სამართალი

21 მაისი, 2019 12:50
font-size

ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ზ.ტ. ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ „მედიანიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, თაქთაქიშვილის ქუჩასა და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანებიდან პირადი ნივთები, ფული და პლასტიკური ბარათები მოიპარა, რის შემდეგაც მიიმალა. ასევე დადგინდა, რომ ზ.ტ.-მ ავტომანქანებიდან მოპარულ საბანკო ბარათებზე არსებული თანხა გაანაღდა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული თბილისში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 284-ე მუხლით მიმდინარეობს.

დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

5 ივნისი, 2020 , 15:15

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობას უხდის

5 ივნისი, 2020 , 11:41

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს გენერალურ პროკურატურას გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობას უხდის. საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებული

პოლიციამ ბაგებში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, რასაც ორი ადამიანის დაჭრა მოყვა, ორი პირი დააკავა

5 ივნისი, 2020 , 10:35

თბილისში ჯგუფურად ძალადობის, ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან სა

მაისში უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტი გამოვლინდა

4 ივნისი, 2020 , 12:55

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155 ფაქტი გამოავლინეს,

შსს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

3 ივნისი, 2020 , 21:51

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 2020 წლის 2 ივნისს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. როგორც უწყებ

თურქეთის ცხრა მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

3 ივნისი, 2020 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის ცხრა მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ითხოვდა აღკვეთის ღონისძიებად რვა პირის შემთხვევაში ათი ათას, ხოლო ერ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!