უახლესი ამბები
- 16.02.2019 12:57დეკანოზ მამალაძის მწვავედ გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა - ექიმი
- 16.02.2019 12:35დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
- 16.02.2019 12:35მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
- 16.02.2019 12:35,,წუხელ წერტილი დაესვა ყველანაირ იმედს, რომ ვინმეს სიკეთის მცირედი ნატამალი მაინც გააჩნია საპატრიარქოში”
- 16.02.2019 12:06სანზონაში 2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა - CO ბუნებრივ აირზე მეტად საშიშია
- 16.02.2019 11:54ქართველი მოსამართლეების ფეშენებელური სახლები - მოსამართლეები მილიონრების დასახლებიდან (ვიდეო)
- 16.02.2019 11:35აფერუმ მაგათ კაცობას, მაგათ ღირსებას და ამბიონიდან ქადაგებას - დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი
- 16.02.2019 11:35პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება - გერმანიის ელჩი
- 16.02.2019 11:35სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა
- 16.02.2019 11:07ხვალ მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს
არქივი
სამართალი


ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულებს 7 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებული პირები - დ.ჭ., კ.ბ. და გ.ბ. დამნაშავედ ცნო.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ჭ., კ.ბ. და გ.ბ. ქურდულ სამყაროში დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად მოქმედებდნენ და სისტემატური კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან - მ.ზ.-სთან, გ.ხ.-სთან და ა.პ.-სთან, რომელთა დავალებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებაში. 2018 წლის აპრილში დ.ჭ., კ.ბ. და გ.ბ. კანონიერი ქურდების დავალებით, მუქარითა და დაშინებით ერთ-ერთი დაზარალებულისგან ე.წ. „ქურდული წილის“ – 60 000 ლარის გამოძალვას ცდილობდნენ.
სამართალდამცველებმა დ.ჭ., და კ.ბ. ქ.თბილისში, ხოლო გ.ბ. სიღნაღის რაიონის სოფ. ანაგაში 2018 წლის 19 აპრილს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა (2018 წლის 1 მაისამდე რედაქციით)) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დ.ჭ.-ს და კ.ბ.-ს 7-7 წლით ხოლო გ.ბ.-ს 6 წლით და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.

„ბერმელის“ სარჩელი ყოფილ თანამშრომლებთან ყალბი სესხებით 20,260 ლარის მითვისებაზე, არ დაკმაყოფილდა - „ახალგაზრდა ადვოკატები“
15 თებერვალი, 2019 , 22:54

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა
15 თებერვალი, 2019 , 13:05

მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 7 768 ლარს - მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს
15 თებერვალი, 2019 , 10:40

იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 არასრულწლოვანი
15 თებერვალი, 2019 , 10:35
თსუ-ის მეცნიერების საქმეზე ახალი გარემოებები და უცნობი ფაქტები გამოიკვეთა -„ახალგაზრდა ადვოკატები“
14 თებერვალი, 2019 , 23:28

შსს-მ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ორი თანამშრომელი გაათავისუფლა
14 თებერვალი, 2019 , 11:20