უახლესი ამბები
- 19.02.2019 17:45ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ცხედარს სამშობლოში ერთ კვირაში ჩამოასვენებენ
- 19.02.2019 17:32ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დაამყაროს სრული კონტროლი საფინანსო ინსტიტუტებზე - სალომე სამადაშვილი
- 19.02.2019 17:15ოპოზიციას მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით კითხვები და შენიშვნები არ აქვს - ბექა დავითულიანი
- 19.02.2019 17:15ოპოზიციამ თავის თავს ვერ აჯობა და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერ მოიწონა - რევაზ სოხაძე
- 19.02.2019 17:12ჩემს ოჯახზე პატიოსანს ბევრს ვერ იპოვით, ვერც პოლიტიკოსებს შორის და ვერც მათ მიღმა - თამარ ჩუგოშვილი
- 19.02.2019 16:40„ახალგაზრდა ადვოკატები“ „მეტალინვესტის“ საქმიდან მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილის აცილებაზე სასამართლოს მიმართავს
- 19.02.2019 16:40ფონიჭალის მოსახლეობა კიდევ ერთი თანამედროვე სკვერით ისარგებლებს
- 19.02.2019 16:40პროექტ „ჩვენი ჯარის“ მესამე ეტაპი დაიწყო
- 19.02.2019 16:35ირაკლი ჩიქოვანი შს მინისტრად ინიშნება?
- 19.02.2019 16:25მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზადყოფნას გამოთქვამენ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდონ
არქივი
პოლიტიკა


„ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვის დახურვა გამჭირვალობის პრინციპებს არღვევს - საია
„საქართველოს ახალგარზდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დახურვა „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონპროექტის განსახილველად გამჭირვალობის პრინციპებს არღვევს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კანონშემოქმედებითი პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ხოლო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ მოტივაციისა და არგუმენტების შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც საკანონმდებლო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას
„საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 13 მარტს განიხილავდა „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატან ცვლილებებს. საკანონმდებლო პაკეტის მიზანს „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და სრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ადეკვატური სისხლისსამართლებრივი ინსტრუმენტების ჩამოყალიბება წარმოადგენს.
საკანონმდებლო პაკეტზე, მომხსენებლის - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მოხსენების შემდეგ, მიღებული იყო საკომიტეტო მოსმენის დახურვის გადაწყვეტილება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განმარტების თანახმად, სხდომის დახურვის მიზეზს ორგანიზებული დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა წარმოადგენდა, რასაც კავშირი ჰქონდა განსახილველ საკანონმდებლო პაკეტთან.
მიგვაჩნია, რომ კანონშემოქმედებითი პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ინკლუზიური. ამასთან, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია იმ მოტივაციისა და არგუმენტების შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც საკანონმდებლო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას. ისევე, როგორც ყველა დაინტერესებულ პირს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, უშუალოდ გახდეს კანონშემოქმედებითი პროცესის მონაწილე და ასეთი შესაძლებლობის არსებობისას დააფიქსიროს საკუთარი აზრი. ცხადია, როგორც კანონშემოქმედებითი საქმიანობისას, ასევე საზედამხედველო ფუნქციის შესრულებისას შესაძლებელია, არსებობდეს გარკვეული სენსიტიური ინფორმაციის დაცვის საჭიროება, თუმცა კანონშემოქმედებითი პროცესის ღიაობა უპირობოდ წარმოადგენს ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებას, რომელიც არ შეიძლება, გახდეს კომპრომისის საგანი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დღეს მოქმედი რედაქცია განსაკუთრებული შემთხვევის არსებობისას ითვალისწინებს დახურული საკომიტეტო განხილვის ჩატარების შესაძლებლობას. ზემოთ დასახელებული შემთხვევა ცხადყოფს, რომ არსებული ნორმატიული შინაარსი იძლევა საკითხის გაუმართლებლად ფართო ინტერპრეტირების შესაძლებლობას. შესაბამისად, პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის ფარგლებში, მნიშვნელოვანია ცალსახად განისაზღვროს რომ დაუშვებელია კანონშემოქმედებითი საქმიანობისას საკომიტეტო და პლენარული სხდომების დახურულ ფორმატში წარმართვა. რაც შეეხება პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობას, ამ შემთხვევაში აუცილებელია, არსებობდეს გონივრული ბალანსი გამჭვირვალობასა და სენსიტიური ინფორმაციის დაცვას შორის. დამატებით, მნიშვნელოვანია რომ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს პარლამენტმა თავი შეიკავოს კანონშემოქმედებითი საქმიანობის დახურულ ფორმატში წარმართვისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:

ირაკლი ჩიქოვანი შს მინისტრად ინიშნება?
19 თებერვალი, 2019 , 16:35
მამუკა ბახტაძე საქართველოში UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
19 თებერვალი, 2019 , 15:50
სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია
19 თებერვალი, 2019 , 15:37

„დატოვეთ „ოცნება“, ან გაწმინდეთ მედროვეებისგან!“ – „საქართველოს გზის“ ყოფილი თავმჯდომარის სკანდალური განცხადება
19 თებერვალი, 2019 , 14:10

კობა დავითაშვილი მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში იყრის კენჭს
19 თებერვალი, 2019 , 12:50

ჩვენ არ შევჩერდებით, სრული მონდომებით გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს - სალომე ზურაბიშვილი
19 თებერვალი, 2019 , 10:10