უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ივნისი, 2017 16:50
font-size

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის საკითხზე კულტურის სამინისტრო აზერბაიჯანელი კოლეგებისგან განმარტებებს ელის

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტრო აზერბაიჯანელი კოლეგებისგან განმარტებებს ელოდება, - განაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჰქონდა კონსულტაცია.

"მქონდა ზეპირი კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან აზერბაიჯანში, ამ საკითხს ყველა გაგებით ეკიდება და რეაქციაც ადეკვატური იყო. ველოდებით საბოლოო განმარტებებს ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგაძემ.

როგორც მინისტრი ამბობს, აზერბაიჯანელი კოლეგებისგან მიიღო წინასწარი დაპირება, რომ უფრო ყურადღებით მოეპყრობიან მსგავს საკითხებს, რათა ასეთი ინციდენტები აღარ მოხდეს.

ცნობისათვის, საინგილოში, კახის რაიონში მდებარე ქართულ ეკლესიებთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მძიმე და შეურაცხმყოფელ მდგომარეობაშია ქურმუხის ეკლესია და ზაქათალას რაიონში მდებარე ერთ-ერთი ტაძარიც.

,, ვიმედოვნებთ, ჩვენს ქვეყნებსა და რელიგიურ ლიდერთა შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულება მდგომარეობის დროულად გამოსწორების წინაპირობა იქნება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ნინო ექვთიმიშვილი

დევნილთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000-მდე ოჯახი დაფინანსდა

16 იანვარი, 2018 , 17:30

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი დევნილთ

ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებული კვლევითი პროექტი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ - დღეს დაიწყო

16 იანვარი, 2018 , 16:55

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებული კვლევითი პროექტი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ - დღეს დაიწყო. ეროვნული არქივის ინფორმაციით, კონკურსის შედეგად შერჩეუ

ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა

16 იანვარი, 2018 , 16:55

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გამართა ბრიფინგი, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზებისა და დავით გარეჯის ევროპა ნოსტრას „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ 12 ფინალ

კახა კალაძე რაგბის კომპლექსში ხარვეზების გამოსწორების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

16 იანვარი, 2018 , 15:45

თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში მდებარე რაგბის კომპლექსში, ხარვეზების გამოსწორების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს. „როგ

ომბუდსმენი გამოძიებას მაჩალიკაშვილების ოჯახთან შუამავლობას სთავაზობს

16 იანვარი, 2018 , 15:45

სახალხო დამცველის აპარატი მზადაა, მაჩალიკაშვილების ოჯახის შუამავალი გახდეს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ სოფელ დუისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ოჯახსაც შევთავაზე და საჯაროდაც მინდა გავაკეთო შეთავაზება გ

სურვილი მაქვს შევხვდე ვახტანგ გომელაურს - თემირლან მაჩალიკაშვილი მამა

16 იანვარი, 2018 , 15:45

სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას სუს-ის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრა სურს. ამის შესახებ მან ომბუდსმენთან

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე