უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

26 ოქტომბერი, 2017 16:50
font-size

ქურთებმა უნდა გააუქმონ რეფერენდუმის შედეგები, სხვა შეთავაზებას არ მივიღებთ - ერაყის პრემიერ-მინისტრი

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ უარყო ადგილობრივი ქურთების შეთავაზება დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების „გაყინვისა“ და მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

ქვეყნის პრემიერის თქმით, მისთვის მისაღებია მხოლოდ რეფერენდუმის შედეგების გაუქმება.

„არაფერს არ მივიღებთ [რეფერენდუმის] გაუქმებისა და კონსტიტუციის პატივისცემის გარდა“, - განაცხადა ალ-აბადიმ.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკანონოდ გამოაცხადა 25 სექტემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები, სადაც ქურთების 92.73%-მა მხარი დაუჭირა ერაყული ქურთისტანის დამოუკიდებლობას.

რეფერენდუმზე საპასუხოდ ალ-აბადიმ უბრძანა ერაყის ჯარს, დაიბრუნოს ქურთების მიერ დაკავებული სადავო ტერიტორიები. აღნიშნულ ოპერაციას მოჰყვა შეტაკება, რომლის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა, ბევრი კი დაშავდა.

სამშაბათ ღამით ქურთისტანის რეგიონალურმა მთავრობამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა სისხლისზღვრის თავიდან ასაცილებლად. მაშინ ქურთების მთავრობამ განაცხადა, რომ ემზადება შედეგების გაყინვისთვის და ბაღდადთან ღია დიალოგის დასაწყებად.

ანა მებურიშვილი

კოსოვოს პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა

3 აგვისტო, 2020 , 11:30

კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ავდულა ჰოტი კორონავირუსით დაინფიცირდა და მომავალი ორი კვირის განმავლობაში სახლში, თვითიზოლაციაში იქნება. „დღეს, მე კორონავირუსზე ტესტი ჩავიტარე და შედეგი დადებითი აღმოჩნდა. არ მაქვს არავითა

ტრამპი აშშ-ში TikTok-ს კრძალავს

1 აგვისტო, 2020 , 15:15

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის პოპულარულ მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების აპლიკაცია TikTok-ს შეერთებულ შტატებში აკრძალავს. ამით დონალდ ტრამპი ასევე ხელს უშლის გარიგებას, რომლითაც Microsoft-ს აპლიკაცია მისი

თურქეთი: კორონავირუსის 982 ახალი შემთხვევა, 17 გარდაცვლილი პაციენტი

1 აგვისტო, 2020 , 12:55

თურქეთში ბოლო ერთ დღეში კოროანვირუსული ინფექცია 982 ადამიანს დაუდასტურდა. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 230 873 შემთხვევაა დადასტურებული. თურქეთი

სომხეთი: კორონავირუსის 291 ახალი შემთხვევა, 11 გარდაცვლილი პაციენტი

1 აგვისტო, 2020 , 12:25

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 291 პაციენტს დაუდასტურდა, 560 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 38,841 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 749 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 29,557.

აზერბაიჯანი: კორონავირუსის 318 ახალი შემთხვევა, 7 გარდაცვლილი პაციენტი

1 აგვისტო, 2020 , 12:25

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 318 ადამიანს გამოუვლინდა. 714 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 31,878 შეადგინა

რუსეთი: კორონავირუსის 5 462 ახალი შემთხვევა, 95 გარდაცვლილი პაციენტი

1 აგვისტო, 2020 , 12:25

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 462 შემთხვევა გამოვლინდა, 95 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ჯამში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 845 443 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 14 05

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე