უკან
საზოგადოება
16 ოქტომბერი, 2017 13:50
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ132 მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა იკრძალება.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი მიწა-კლდის შვავის ჩამოსვლა გახდა.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ132 მონაკვეთზე ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა“,-ნათქვამია განცხადებაში.
მონიკა დავლიანიძე