უკან
რეგიონები
2 აპრილი, 2018 16:55
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტომობილის დაჯახების შედეგად ერთი ადამინი გარდაიცვალა
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის დაჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი და მეორე ქვეითად მოსიარულე გზაზე სამუშაოებს ასრულებდნენ. მეორე მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ცირა გურგენიძე