უკან

საზოგადოება

31 მარტი, 2018 14:00
font-size

ქუთაისის აეროპორტში პირველი რეისი შესრულდა ვროცლავი -ქუთაისის მიმართულებით

დღეს , 11:05 საათზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Wizz air-მა პირველი რეგულარული რეისი შეასრულა ვროცლავი-ქუთაისის მიმართულებით.

თვითმფრინავში მყოფი 167 მგზავრიდან უმრავლესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ. მგზავრები საზღვარზე ქართული ღვინოებით დასაჩუქრდნენ.

2018 წელს პირველი ახალი მიმართულება - რიგა-ქუთაისი, 25 მარტს შესრულდა.

შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთი ალექსიძის განცხადებით, უწყება კომპანია Wizz air-თან მუდმივად გადის კონსულტაციებს ახალი მიმართულებების დამატებაზე.

მისივე თქმით, მაისში კიდევ რამდენიმე მიმართულება დაემატება.

,,ჩვენსა და ავიაკომპანია Wizz air-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად. 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის 8 ახალი მიმართულება დაემატა. პირველი რეისი ქუთაისში ერთი კვირის წინ უკვე შესრულდა. დღეს კი მეორე – ულამაზესი ვროცლავის მიმართულება დაემატა. მაისიდან დაემატება ევროპის ყველაზე მოთხოვნადი ქალაქებიც. სასიხარულოა, რომ ბილეთები დაანონსებისთანავე თითქმის სულ გაიყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა ამ მიმართულებებზე მართლაც დიდია და ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ გაზრდილია“, - განაცხადა ალექსიძემ.

17 მაისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz air-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დადგება, რომელიც რეგულარულ რეისებს ათენის, პარიზის, რომის, ბარსელონასა და პრაღის მიმართულებით შეასრულებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი