უკან

ეკონომიკა

23 ივნისი, 2021 10:33
font-size

ქუთაისის განახლებული აეროპორტის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა - მარიამ ქვრივიშვილი

“ქუთაისის განახლებული აეროპორტის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინისა და ბელარუსის ავიაკომპანიების მოზიდვის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების „SkyUp“ - ის, “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებისა“ და „ბელავიას“ ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი თამარ არჩუაძე, რომელმაც წარადგინა პრეზენტაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობებისა და განახლებული საექსპლუატაციო პირობების შესახებ.

„ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრები უკრაინისა და ბელარუსის ავიაკომპანიებთან. მთავარი ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებებს იმის თაობაზე, რათა აღნიშნულმა ავიაგადამზიდავებმა დაიწყონ რეგულარული რეისების შესრულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ქუთაისის განახლებული აეროპორტი გვაძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ ტურისტებს როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში ვუმასპინძლოთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიებთან შეხვედრების პარალელურად.

მისი თქმით, დაიწყება მოლაპარაკებები სხვა ქვეყნების ავიაგადამზიდავებთან, რათა მათ ფრენები ქუთაისში და ქუთაისიდანაც შეასრულონ.

„კოვიდ-ის ფაქტორიდან გამომდინარე, საქართველოში ავიაციისა და ტურიზმის აღდგენის ძალიან კარგი ტენდენცია გვაქვს. იმედს ვიქონიებთ, რომ მოლაპარაკებები ძალიან მალე შედეგს გამოიღებს და მოკლე ვადაში დავინახავთ როგორც გაზრდილ სიხშირეებს, ასევე ავიაკომპანიების მზარდ რაოდენობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. აღნიშნული ხელს შეუწყობს ჩვენი ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის დარგის მდგრად და სტაბილურ განვითარებას,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი