უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

9 ოქტომბერი, 2019 11:25
font-size

ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში სუიციდის საქმეზე საპყრობილის თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს

იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ქუთაისის დაწესებულებაში მომხდარი სუიციდის საქმეზე თანამშრომელს ბრალი წაუყენა, – ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №073011019001 საქმეზე, ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებული გ.წ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილი და 3421-ე მუხლის მეორე ნაწილი).

საქმეზე წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე, ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს ინსპექტორმა, ქ-ნმა ნ.-მ სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად. კერძოდ, ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის მიუხედავად, ინსპექტორმა არ განახორციელა სათვალთვალო მონიტორების სათანადო კონტროლი, რის გამოც მას თვალთახედვის არიდან გამორჩა ბრალდებულის მიერ ცხაურზე თავის დაკიდების ფაქტი და ამის შესახებ დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს შეატყობინა 40 წუთის დაგვიანებით. ინსპექტორის ქმედებას შედეგად მოჰყვა ბრალდებული გ.წ.-ს გარდაცვალება“, – აღნიშნავენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

უწყების ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 2019 წლის 8 ოქტომბერს ქ-ნი ნ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. მათივე ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი, რომელსაც ბრალი მისი ადვოკატის თანდასწრებით წარედგინა, დანაშაულს აღიარებს.

„იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავი მოიკლა პატიმარმა, რომელიც ძმის მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული. რამდენიმე დღის წინ, აღნიშნული ფაქტის გამო, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვის 28 ფაქტი გამოვლინდა

26 მაისი, 2020 , 15:15

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლ

ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

25 მაისი, 2020 , 20:35

ლეიბორისტული პარტიის წვერის, ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. ამ მომენტისათვის, ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლო დაწესებულებიდან გათავისუფლებულია. ცნობილია, რომ პროცესი 10 ივნისს ჩაინიშნა. ცნობისთვის, ჩხარტიშვილი

ჯარიმის ან საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც 2018 წლის 10 აპრილამდე, თბილისის ტერიტორიაზე პარკირების წესებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს

25 მაისი, 2020 , 17:56

ჯარიმის ან შესაბამისი საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2018 წლის 10 აპრილამდე, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს. საუბარია &bd

პროკურატურამ „ევროპული საქართველოს“ წევრებს ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

25 მაისი, 2020 , 17:48

პროკურატურამ „ევროპული საქართველოს“ წევრებს ბართლომე შელიასა და დავით ღურწკაიას ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნი

ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

25 მაისი, 2020 , 16:17

დღეს, ვაზისუბანში, ალუბლების ბაღში უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ლეიბორისტული პარტიოს ერ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. როგორც ამ წუთებში ჩვენთვის ცნობილია, ნახევარ საათში გადაიყვანენ თბილისის ს

20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულებს პროკურატურა დაზარალებულის სტატუსს კვლავ არ ანიჭებს - საია

25 მაისი, 2020 , 11:35

თბილისი. მედიანიუსი. 25.05.20. პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს, რომელთა ინტერესებს საია იცავს, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ისევ უარი უთხრა, – ამის შესახებ ინფორმაციას