უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 თებერვალი, 2018 16:55
font-size

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვისა და პეტერბურგის მიმართულებით რეისები განხორციელდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი ახალი მიმართულება განხორციელდება. რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია POBEDA AIRLINES ფრენებს ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ამის შესახებ საერთაშორისო საავიაციო ფორუმის, #CONNECT2018 -ის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და კომპანიის ხელმძღვანელი პირების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

,,გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რასაც ამ ფორუმის ფარგლებში მივაღწიეთ. ახალი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია POBEDA AIRLINES ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი - სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით იფრენს. რეგულარული ფრენები, სავარაუდოდ, სექტემბრიდან განხორციელდება,-‘’ განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ.

საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018 სასტუმრო ბილტმორში მესამე დღეა გრძელდება. საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიებაში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

საერთო სამაგისტრო გამოცდა იწყება

17 ივლისი, 2019 , 13:30

მაგისტრანტობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს  15:00 საათზე, გამოცდა კი 16:00 საათზე დაიწყება.  აპლიკანტები B ტიპის ტესტს აბარებენ. წელს, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა;&nbs

ბატონო პრეზიდენტო, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად იცით ისტორია, ან განზრახ ცრუობთ - დეკანოზ ილია ჭიღლაძის ვლადიმერ პუტინს

17 ივლისი, 2019 , 13:30

დეკანოზ ილია ჭიღლაძის პასუხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. “ბატონო პრეზიდენტო, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, მინდა პასუხი გაგცეთ თქვენს განცხადებაზე: სამწუხაროდ, ძალიან ცუდად იცით ისტორია, ან განზრახ ცრუობთ: 1774 წ

ბილაინის მხარდაჭერით თავისუფალ უნივერსიტეტში ჰაკათონი ჩატარდა

17 ივლისი, 2019 , 13:10

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრის, ბილაინის მხარდაჭერით, თავისუფალ უნივერსიტეტში, კახა ბენდუქიძის კამპუსში ჰაკათონი სახელწოდებით „სულ სხვა ჰაკათონი“ ჩატარდა. „სულ სხვა ჰაკათონის“ ორგა

„თხილის გადარჩენის პროგრამა“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - სეუ

17 ივლისი, 2019 , 13:10

„თხილის გადარჩენის პროგრამის“ მიმდინარეობის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. დარგის სპეციალისტებმა თხილის ნარგავებში ჩატარებული აგროსამუშაოებ

დღეს ბიზნეს გარემოს მთავარი გამოწვევა რუსული ტურისტული ემბარგოს მოსალოდნელი შედეგებია - ირაკლი ლექვინაძე

17 ივლისი, 2019 , 13:10

დღეს ბიზნეს გარემოს მთავარი გამოწვევა რუსული ტურისტული ემბარგოს მოსალოდნელი შედეგებია - ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ მედიასთან ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის 6 თვის საქმიანობის სტატისტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა

NBC UNIVERSAL-ი საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს

17 ივლისი, 2019 , 12:15

NBC UNIVERSAL-ი საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს, - კინოსტუდიის წარმომადგენლებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს