უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

3 ოქტომბერი, 2018 15:20
font-size

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სექტემბრის თვეში მგზავრთნაკადი 63 % გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-ით გაიზარდა. სექტემბრის თვეში ქუთაისის აეროპორტი 68,061 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის სექტემბერი 41,732 მგზავრი).

რაც შეეხება რეისების რაოდენობას, ზრდა ამ მიმართულებითაც ფიქსირდება. 2018 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 223 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39 % მეტია. (2017 წლის სექტემბერი 161 რეისი).

რაც შეეხება 9 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-სექტემბერში 450,386 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39 %-ით მეტია. (2017 წლის 9 თვე - 325,087 მგზავრი). ზრდა ფიქსირდება შესრულებული რეისების კუთხითაც. 9 თვის განმავლობაში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში 1569 რეისი შესრულდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 20 % მეტია. (2017 წლის 9 თვე - 1303 რეისი).

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით მოლოდინი მომავალ თვეებშიც პოზიტიურია.

ნატო ჩხეიძე ამომრჩეველთან კარდაკარ შეხვედრებს განაგრძობს

28 სექტემბერი, 2020 , 19:39

ხაშურში, ქარელსა და გორის სოფლებში „ძალა ერთობაშია“-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. პარლამენტარმა დღეს შინდისში კარდაკარ მოიარა ოჯახები და მათ პრობლემებს გ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა

28 სექტემბერი, 2020 , 16:10

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე ლოკოკინების ფერმა გაშენდა. ფერმა პირველ, 8-12 ტონამდე მოსავალს უკვე დეკემბერში ელოდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია

კახეთში 200 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა და მევენახეებმა მოსავლის რეალიზაციით 204 მლნ ლარი მიიღეს

28 სექტემბერი, 2020 , 15:15

28 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებული ყურძნის რაოდენობამ 200 ათას ტონას მიაღწია, რაც 20 ათასი ტონით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე, - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. &b

საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს - გიორგი გახარია

27 სექტემბერი, 2020 , 12:09

საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საჩხერეს რეგიონს შეეხებოდა. მთ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

26 სექტემბერი, 2020 , 17:35

კორონავირუსით გარდაცვლილ 28-ე პაციენტს ქრონიკული დაავადებები, მათ შორის დიაბეტი ჰქონდა. 59 წლის ქალი კლინიკაში ორმხრივი პნევმონიითა და სეფსისით შეიყვანეს. ამის შესახებ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ

`ევროპული საქართველოს` მოთხოვნაა, რომ გადადგეს ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე

26 სექტემბერი, 2020 , 16:20

"ევროპულმა საქართველომ" ჭიათურის მერიის წინ, მერიაში არსებული კორუფციული მდგომარეობისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ფაქტების გასაპროტესტებლად აქცია გამართა. "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის საჩხერის, ჭიათურისა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე