უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 დეკემბერი, 2017 13:35
font-size

ქუთაისში 30 წლამდე ახალგაზრდა გოგოების 80%-ს ოცნებად ჰქონდათ ქურდის ცოლები გამხდარიყვნენ - გიორგი ბარამიძე

ყოფილი შს მინისტრი გიორგი ბარამიძე, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება, რომლის შედეგადაც 51-ე სკოლის ორი მოსწავლე მოკლეს.

ბარამიძე კომენტარს აკეთებს 51-ე სკოლასთან გუშინ დადგმულ ბანერზე გაკეთებულ წარწერასთან დაკავშირებით, რომელზეც მეგობარმა გარდაცვლილ მოსწავლეს ,,ქურდი ლეო“ უწოდა.

,,ამ წარწერამ გამახსენა 2004 წლის დასაწყისში, ჩემი როგორც (ვარდების რევოლუციის პირველი) შსს მინისტრის სამუშაო მასალებში რომ ვნახე ერთერთი (აღარ მახსოვს რომელი) სოციოლოგიური სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის გაცნობისას მართლა გული გამისკდა და ვიფიქრე "ამაზე უარესი, ჩვენს საზოგადოებას კიდევ რა უბედურება უნდა დაგვემართოსთქო?". კვლევის მიხედვით (არ ვიცი რამდენად ობიექტური იყო) ქალაქ ქუთაისში 30 წლამდე ახალგაზრდა გოგოების 80%-ს ოცნებად ქონდათ ქურდის ცოლები გამხდარიყვნენ.

მართლა თავზარი დამეცა და ვიფიქრე თუ ჩვენმა მთავრობამ სასწრაფოდ რამე არ მოვიმოქმედეთ, ჩვენი ერის წინაშე მოუნანიებელ დანაშაულს და ცოდვას ჩავიდენდით. ეს ამბავი ცხადია პრეზიდენტს მოვუყევი და ჩემი ემოციაც და ბუნებრივია მოსაზრებები (სამოქმედო გეგმის მონახაზი) გავუზიარე. მიშასაც იგივე ემოცია და მოსაზრება რომ ქონდა არ გამკვირვებია. ცხადია მიშას და მის მთავრობას უამისოდაც ის დამოკიდებულება გვქონდა ქურდული სამყაროსადმი და ზოგადად კრიმინალისადმი რაც ყველამ მოგვიანებით დაინახა, მაგრამ ამის შემდეგ მალევე პრეზიდენტთან შეთანხმებით გავაჟღერე ის იდეა რაც დღეს უკვე საქართველოს კანონმდებლობაშია, რომლის ძალითაც "კანონიერი ქურდობის" (როგორც სტასუსის/წოდების) ღიად გაცხადება და კიდევ ბევრი სხვა კრიმინალური ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის ნორმებით საკმაოდ მკაცრად დასჯადი არის. ამის პარალელურად დავიწყეთ პოლიციის რეფორმაზე მუშაობა (რაც ვანომ ბრწყინვალედ გააგრძელა და განახორციელა) და ამ სამყაროსთან უკომპრომისო ბრძოლა, რომელმაც პირველივე თვეებში ქვეყანა გაათავისუფლა "კანონიერი ქურდების" და ყველაზე თავზეხელაღებული კრიმინალების უმეტესობისგან, ვინც ქვეყნის დატოვება მოასწრო საზღვარგარეთ გაიქცნენ და სხვებიკი გასამართლდა და ციხეში ჩაჯდა. იდეა და მთავარი ამოცანა ის იყო რომ როგორც კანონი დაცულიყო ასევე "კანონიერი ქურდობა" და კრიმინალური ავტორიტეტობა პრესტიჟული და მიმზიდველი ("კაი ტიპია" ეს ბიჭი) აღარ ყოფილიყო ჩვენს ახალგაზრდობაში და მთლიანად საზოგადოებაში.

ამ ბრძოლის წარმატებას ჩემს შემდეგაც მრავალი წელი და დიდი ძალისხმევა (მათ შორის ჩვენი მამაცი და გმირი პოლიციელების ჯანმრთელობა და სიცოცხლის შეწირვაცკი) დასჭირდა.

კრიმინალმა უკან დაიხია ციხეშიც და ჩვენი ქალაქების ქუჩებშიც, ხალხი მართლა უშიშრად დადიოდა თუნდაც ღამით ადრე ჩაბნელებულ და კრიმინალით სავსე ქალაქების უბნებსა და ქუჩებში. მეგონა ეს პრობლემა საშვილიშვილოდ მოგვარდა და კრიმინალური/ქურდული მენტალიტეტი ისტორიას ჩაბარდა, თუმცა ამ ბოლო პერიოდმა და განსაკუთრებით ტრაგიკულმა რამდენიმე დღემ გამოაჩინა, რომ ეს საშიში ბაცილა კვლავ ცოცხლობს ჩვენს საზოგადოებრივ აზროვნებაში და მის დამარცხებას (თუნდაც მინიმიზებას) მუდმივი და ეფექტიანი მუშაობა და თავდადებული ბრძოლა სჭირდება, ოღონდ ამისთვის ხელისუფლებაში ის ხალხი უნდა იყოს ვინც კრიმინალს კი არ მოყავს მთავრობაში, არამედ ვისაც მასთან უკმპრომისო ბრძოლის ნება აქვს. ასევე ამ სენის დასამარცხებლად ბუნებრივია საზოგადოების მონდომება და კონსოლიდაციაა საჭირო.

იმედი მაქვს ამ ბრძოლას მაინც საბოლოოდ მოვიგებთ და ეს საზოგადოების დამანგრეველი მენტალიტეტი მეტი ჩვენი შვილების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს აღარ წაგვართმევს“, - წერს გიორგი ბარამიძე.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი