უკან
სამართალი
6 მარტი, 2017 16:40
ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა
ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა. სხვა ინფორმაცია ამ დრომდე დაზუსტებული არაა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, რომელიც გულისხმობს თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას.
ანა მებურიშვილი