უკან

რეგიონები

24 მაისი, 2017 17:25
font-size

ქუთაისში ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2017“ იხსნება

27 მაისს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, ტრადიციული ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2017“ გაიხსნება, რომლის ორგანიზატორებიც უკვე რამდენიმე ათეული წლებია არიან იმერეთის სამხარეო ადმინსიტრაცია და საქართველოს თეატრალური საზოგადოების იმერეთის ორგანიზაცია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული ფესტივალი გამორჩეული და სფეციფიკური ფესტივალია საქართველოში არსებულ ფესტივალებს შორის, ვინაიდან ის აერთიანებს იმერეთის რეგიონის როგორც პროფესიულ, ასევე სახალხო თეატრებს. გარდა იმერეთის რეგიონის თეატრებისა, ფესტივალში მონაწილეობას იღებს სოხუმის სახელმწიფო პროფესიული და კახის ქართული თეატრი აზერბაიჯანიდან.

ფესტივალის დამფუძნებელი იმერეთის სამხარეო ადმინსტრაციასთან ერთად არის საქართველოს თეატრალური საზოგადოების იმერეთის ორგანიზაცია. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია „კულტურის ქურუმი“ ლევან როხვაძე, ხოლო გენერალური დირექტორი მაია პაქსაშვილი.

ორგანიზატორების თქმით: „წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია რეპერტუარით და ჟიურის სრულიად ახალი შემადგენლობით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი მასპინძლობს ჩვენს ძმებს აზერბაიჯანიდან, კახის ქართულ თეატრს, რომელთაც ჩვენგან ყურადღება აკლია. ვფიქრობთ, მათი მონაწილეობა ამ ფესტივალში უფრო დაახლოებს მშობლიურ ფესვებთან – ქართულ თეატრთან და კომუნიკაციის ახალ გზებს და პერსპექტივებს გააჩენს...“

„თეატრალური იმერეთი 2017“–ის ჟიური წევრები არიან: თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობსი დოქტორი, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი მაკა ვასაძე (თავმჯდომარე); ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს შოთა რუსტაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გაზეთ „რეზონანსის“ კულტურის რედაქტორი ლელა ოჩიაური, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის პრეზიდენტი, თეატრმცოდნე და ცნობილი ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, ჟიურის შემადგენლობაში ასევე იმუშავებს დავით გორდელაძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან. წლევანდელ ფესტივალს ეყოლება ახალგაზრდული ჟიური, რომელიც პარალელურად შეაფასებს ფესტივალზე წარმოდგენილ სპექტაკლებს. ფესტივალში სტუმრის სტატუსით მონაწილეობას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი თემურ ჩხეიძის სპექტაკლით „არტ ხელოვნება“.

ფესტივალში სულ 14 სახელმწიფო პროფესიული და სახალხო თეატრი მიიღებს მონაწილეობას, ყველა სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.

საკვანძო სიტყვები:

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

28 თებერვალი, 2020 , 12:35

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო,

რაჭაში დაცული ტერიტორია დაარსდება

26 თებერვალი, 2020 , 11:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების დაარსების საკითხი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განიხილეს. როგორც „მედიანიუს

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

25 თებერვალი, 2020 , 13:30

გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპრტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება. „საქართველოს რეგიონ

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25 თებერვალი, 2020 , 11:35

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25 თებერვალი, 2020 , 11:35

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერა

EMC, მწვანე ალტერნატივა და საია შუქრუთსა და ითხვისში არსებულ კრიზისს ეხმიანებიან

24 თებერვალი, 2020 , 11:25

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში შპს “ჯორჯიან მანგანეზთან” ადგილობრივების დაპირისპირება კვლავ განახლდა. EMC, მწვანე ალტერნატივა და საია შუქრუთსა და ითხვისში არსებულ კრიზისს ეხმიანებიან: “შუქრუთის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`