უკან

რეგიონები

14 თებერვალი, 2020 12:15
font-size

ქუთაისში ინტესნიური თოვის გამო პრობლემებია

ქუთაისში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა, რის გამოც გზებზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.

ქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკით გზების გაწმენდა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ ეტაპზე კი, გაწმენდითი სამუშაოები ჭომის დასახლებაში მიმდინარეობს.

ამასთან, ქალაქში პრობლემებია ბუნებრივი აირით ელექტრომომარაგების საკითხთან დაკავშირებით. კომპანია „ენერგოპრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს 10:00 საათისთვის ქუთაისში აბონენტების დაახლოებით 2 პროცენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. აღდგენითი სამუშაოები კი, დაზიანების ყველა ადგილზე მიმდინარეობს. რაც შეეხება გაზმომარაგებას, ქუთაისში ბუნებრივი აირის მიწოდება 10 ათას აბონენტს აქვს შეწყვეტილი.

12 თებერვალს „სოკარ გაზის“ გაზგამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო, ქუთაისის თითქმის 60 პროცენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ამის ფონზე ქალაქში ერთ დღეში დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. ამასთან, გაზმომარაგებაში შექმნილი პრობლემების გამო, გუშინ ქუთაისის 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ერთი დღით შეჩერდა, დღეს კი, განახლდა. აბონენტების ნაწილს გაზის მიწოდება უკვე აღუდგა.
წყარო: 1tv.ge

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა - მაშველები თოვლში მოყოლილ ტურისტს ეძებენ

15 თებერვალი, 2020 , 17:50

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა. მაშველები ტურისტ გოგონას ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, ზვავის ქვეშ მოყვა. ზვავი დაახლოებით 1 საათის წინ, საძელის ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში ჩამოწვა. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ინ

ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში 160 ლიტრი საწვავი ჩაატია

15 თებერვალი, 2020 , 15:20

აუდიტის სამსახურმა 2017-2018 წლის მონაცემების შესწავლის შედეგად, ზუგდიდის მერიაში არსებული დარღვევები გამოავლინა. ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში, ერთი ჩასხმით, 160 ლიტრი საწვავი ჩაატია , - ვ

პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

15 თებერვალი, 2020 , 12:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ უსახლკაროთათვის აშენებულია სახლები საცხოვრებლად არ გამოიყენება

15 თებერვალი, 2020 , 12:40

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უსახლკაროთათვის და მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები პირებისთვის აშენებული სახლები იმ ოჯახებს გადასცა, რომლებიც მას საცხოვრებლად არ იყენებენ. ამის შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურმა გაავრცელა

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

15 თებერვალი, 2020 , 11:55

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. ამის შესახებ „მედიანუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწა

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალებმა ბორჯომსა და მარნეულში მუშაობა დაიწყო

15 თებერვალი, 2020 , 11:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები ამჯერად ბორჯომსა და მარნეულში განთავსდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ შსს-დან აცნობეს. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`