უახლესი ამბები
არქივი
რეგიონები

ქუთაისში `ქართული ოცნების` კანდიდატების პლაკატები თავდაყირა დაკიდეს
ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის გიორგი ჭიღვარიასა და კახიანოურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე არჩაიას სარეკლამო პლაკატები თავდაყირა არის გაკრული.
ინფორმაციას და შესაბამის ფოტოებს ქუთაისში "ევროპული საქართველოს" ორგანიზაციის თავმჯდომარე, გია თევდორაძე სოციალური ქსელით ავრცელებს.
"პლაკატიც ვერ "დაკიდენ" - ახლავს ფოტოებს თევდორაძის მინაწერი. მისი ინფორმაციით, პლაკატები უკუღმა ბალანჩივაძის ქუჩაზე გააკრეს.
უკუღმა განთავსებული პლაკატების შესახებ განცხადებას ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში გააკეთეს.
შტაბის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ლატარია მომხდარ ფაქტს ოპოზიციური პარტიის მხრიდან პროვოკაციად აფასებს.
"აშკარაა, ჩვენი ოპონენტები ისევ განაგრძობენ წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის წინააღმდეგ ალოგიკურ და უსუსურ თამაშს. რამდენჯერმე ჩვენი ბანერები დააზიანეს და ახლა ფოტოების უკუღმა დაკიდება მოიფიქრეს. ეს არის მორიგი პროვოკაცია, რომელიც უსუსური და სასაცილოა", - განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.
საკვანძო სიტყვები:

ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება დისტანციურად, ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ
27 თებერვალი, 2021 , 12:00

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის ორ მოსწავლესა და ცხრა პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
24 თებერვალი, 2021 , 14:20

21 თებერვლამდე ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
22 თებერვალი, 2021 , 15:31
სოფელ შუქრუთში მაღაროები პარალიზებულია - მოსახლეობა პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს
18 თებერვალი, 2021 , 12:29
ინტენსიური თოვის გამო გზებზე შეზღუდვებია - სად იკრძალება მოძრაობა
17 თებერვალი, 2021 , 10:25

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
16 თებერვალი, 2021 , 15:38