უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

17 მაისი, 2018 15:00
font-size

ქუთაისში საერთაშორისო კონფერენცია „ქართული მწვანილი“ გაიმართა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით, ქუთაისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე ესწრებოდა.

კონფერენციაზე მემწვანილეობის სექტორში მაღალი სტანდარტის პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის მოცულობის გაზრდის პოტენციალი განიხილეს. მონაწილეებმა, საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებული კვლევებისა და შეფასებების საფუძველზე, დარგში საინვესტიციო შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში დაგეგმილია მსხვილი სასათბურე კლასტერის „იმერეთის აგროზონის“ აშენება. პროექტის განსახორციელებლად 100 მილიონი ლარის ინვესტირება იგეგმება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ და აღნიშნა, რომ პროექტი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოსთვის ტრადიციული სექტორის - მწვანილი და სასათბურე ბოსტნეულის წარმოება - საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებას, ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას; ასევე, სასათბურე სექტორის მოდერნიზაციას, იმერეთის რეგიონში ლოგისტიკური ცენტრის ჩამოყალიბების წინაპირობის შექმნას.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აგრობიზნესის საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელის ვიქტორია ზინჩუკის განცხადებით, მაღალი ხარისხისა და ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოების ზრდა დადებითად აისახება როგორც ფერმერთა შემოსავლებზე და საექსპორტო მაჩვენებელზე, ასევე თანამედროვე საცალო ვაჭრობის განვითარებაზე.

აღინიშნა, რომ აგრარული მიმართულებით საექსპორტო პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ევროპის 500 მილიონიანი ბაზარი, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით არის ხელმისაწვდომი.

„FAO-ს გამოცდილება უკრაინაში აჩვენებს, რომ მაღალი ღირებულების პროდუქტი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ბაზრების მიღმა წარმატებით გაიყიდება. სურსათის უვნებლობისა და ხარისხის გაზრდა შესაბამის უკუგებას მოიტანს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართული მწვანილი ევროკავშირში, ახლო აღმოსავლეთში და, შესაძლოა, ჩრდილოეთ ამერიკაშიც კი აღმოჩნდეს, მაგრამ ამისათვის, მწარმოებლებმა უსაფრთხოების სტანდარტები უნდა გააუმჯობესონ. ყურადღება უნდა გამახვილდეს პროდუქტის მოვლაზე, შენახვაზე და შეფუთვაზე", - აღნიშნა FAO-ს ექსპერტმა, ანდრეი იარმაკმა.

ღონისძიება ევროკავშირის („ევროკავშირი ბიზნესისათვის" ინიციატივის ფარგლებში) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენციაში მემწვანილეობის სექტორის 60-ზე მეტი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, სემინარი თემაზე - საქართველოში მწვანილის წარმოება და მარკეტინგი - გაიმართა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი