უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

20 აპრილი, 2018 14:15
font-size

ქუთაისში სასურსათო ჯიხურების დადგმის გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოყვა

ქუთაისის მერმა გადაწყვიტა ქუთაისში დააბრუნოს ე.წ. „ბუტკების“ ეპოქა და გასცა 16 ჯიხურის ჩადგმის ნებართვა- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გივი შუშანიამ დრეს გამართულ ბრიფინგზე.

შუშანიამ ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერიამ უკვე გასცა ქალაქში ჯიხურების ჩადგმის ნებართვა, სადაც მისივე ინფორმაციით, სურსათის გაყიდვა მოხდება.

ამასთან, როგორც ენმ-ს წევრი ამბობს, მერია ხვალ ჭავჭავაძის გამზირიდან გარემოვაჭრეების გაძევებას გეგმავს, იმ ადგილას კი, სადაც გარე ვაჭრობა მიმდინარეობს ჯიხურები ჩაიდგმება.

""ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ ჯიხურების ეპოქა 90–იანი წლების გადმონაშთია, რომელიც დიდი ხანია დასრულდა და ჯიხურების ადგილი 21–ე საუკუნის საქართველოში არ არის.

ჯიხურების ნებართვა გაიცა შპს „მადლზე“, რომლის უკანაც პატრიოტთა ალიანსის აღმასრულებელ მდივანი გოჩა თევდორაძე დგას. ის ქართულ ოცნებასთან და სუს-თან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაში და პატრიოტთა ალიანსის დახმარებით მოახერხა "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობის ფორმირება. ეს პროცესები დროში საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის ერთ–ერთი იმ ჯილდოთაგანი, რომელიც პატრიოტთა ალიანსმა და კონკრეტულად გოჩა თევდორაძემ მიიღო ქართული ოცნებისგან. 4 წელია ეს პრობლემა არ წამოწეულა და სწორედ ამ მოვლენებს დაემთხვა პროცესის ფორსირება.

მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია, რომელსაც ქალაქის და მოსახლეობის ინტერესები ეწირება,"-განაცხადა გივი შუშანიამ.

გივი შუშანიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ქუთაისში 16 ჯიხურის ჩადგმა იგეგმება, ქალაქის მერიაში უპასუხეს.

ფაქტს ქუთაისის მერიაში სასამართლოს გადაწყვეტილებას ხსნიან.

"საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ქუთაისის მერიას 2013 წელს გაცემული ნებართვის აღსრულება დაავალა. რომლის თანახმად 2013 წელს ქალაქის მერმა ხელი მოაწერა შპს "მადლთან" იჯარის ხელშეკრულებას, ე.წ ჯიხურების განთავსების თაობაზე. ამ ხნის განმავლობაში სასამართლოში მიმდინარეობდა დავა. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება "მადლის" სასარგებლოდ მიიღო.ქალაქის მერიას კი უმაღლესი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა,"-განაცხადეს ქუთაისის მერიაში.

საკითხთან დაკავშირებით მედიანიუსი ,,პატრიოთა ალიანსის“ წევრ, გოჩა თევდორაძესაც დაუკავშირდა.
თევდორაძე არ ადასტურებს არც ჯიხურების განთავსების გადაწყვეტილებასთან და არც ჯიხურების განთავსების ნებართვის მქონე შპს ,,მადლთან“ რაიმე კავშირს.

,,ვინ ოხერია შუშანია? შუშანიას როგორც კაცს ასეთს არ ვიცნობ. არავითარი კავშირი მე შპს ,,მადლთან“ არ მაქვს. თუ ვინმე რამეს დგამს, შეხედონ კანონიერად იდგმება ეს თუ არა და მერე ილაპარაკონ.

გეუბნებით, ამ შუშანიას როგორც კაცს, ადამიანს არ ვცნობ ასეთს. ქუთაისში ჩავდივარ ორ თვეში ერთხელ 2-3 დღით, ხან ამასაც ვერ ვახერხებ. რა შუაში ვარ ახლა მე ქუთაისთან?! ’’ - განუცხადა მედიანიუსს თევდორაძემ.

გიორგი მიშელაძე კოოპერატივ „დარჩელის თხილის“ საქმიანობას გაეცნო

14 აგვისტო, 2018 , 14:20

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „დარჩელის თხილის“ მეპაიეებს შეხვდა და კოოპერაციულ საწარმოში თხილის ჩაბარების პროცესს გაეცნო .&n

წალენჯიხაში 50-წლამდე ასაკის მამაკაცი კარიერზე მუშაობის დროს დაიღუპა

14 აგვისტო, 2018 , 10:50

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კარიერზე მუშაობისას 60 წლამდე კაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა და ადგილზე დაიღუპა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაო

ქვემო ქართლის საჯარო სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა საგანგაშოა - სახალხო დამცველი

13 აგვისტო, 2018 , 17:30

საქართველოს სახალხო დამცველმა სკოლების უსაფრთხო წყალთა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლებით უზრუნველყოფის რეკომენდაციით მიმართა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს.  სახალხო დამცველის აპარატის მიერ მარნეულის, წალკის,

კურორტ გოდერძიზე ინგლისური ენის კურსდამთავრებულებს სერtიფიკატები გადაეცათ

13 აგვისტო, 2018 , 15:55

კურორტ „გოდერძი“-ზე „ტურიზმის განვითარების სკოლის“ ფარგლებში ინგლისური ენის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი პროექტის მონაწილეებს

თელავში რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

13 აგვისტო, 2018 , 14:50

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი 2018 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხების განხილვის მიზნით, კახეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებისა და ადგილობრივი მ

სოფელ გვესოს მცხოვრებლები გზის აღდგენას ითხოვენ

13 აგვისტო, 2018 , 12:20

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოში, ადგილობრივები გზის აღდგენის მოთხოვნით პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ სოფელში რამდენიმე თვის წინ, გზის გაფართოებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოებ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან