ქუთაისში პოლიციის შეურაცხყოფისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს
27.05.2012 13:18
საქართველოს შს სამინისტროს ცნობით, ქუთაისში, საპატრულო პოლიციამ გააჩერა გელათის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავი ორი ავტომანქანა.
პატრულ ინსპექტორის მიერ საჯარიმო ქვითრის გამოწერის დროს, ავტომანქანაში მსხდომმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომელს, არ დაემორჩილნენ მის კანონიერ მოთხოვნას და გაუწიეს წინააღმდეგობა, რის საფუძველზე მოხდა აღნიშნულ ავტომანქანაში მსხდომი პირების დაკავება.
ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, დავით ახრახაძე, რევაზ კაკაბაძე, გოჩა ბაძგარაძე, ირაკლი ბერაია, ნუგზარ მოდებაძე, ლია გამრეკელი და მაია მახაშვილი დააჯარიმა ოთხას-ოთხასი ლარით, ხოლო ირაკლი დუნდუას მიუსაჯა ოთხი დღით პატიმრობა, ირაკლი ჩანტლაძეს და მანუჩარ ახვლედიანს მიუსაჯა ხუთი დღის ვადით პატიმრობა.


















