უკან

პოლიტიკა

12 მაისი, 2023 15:12
font-size

დღეს „ნაციონალური მოძრაობა“თუ ვინმესია, ვინც სრულად ფლობს პარტიის მართვის ბერკეტებს, არიან კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი - ნიკა მელია

დღეს ეს პარტია თუ ვინმესია, ვინც სრულად ფლობს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს, არიან კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი. ეს სამი ადამიანი თავიდან ბოლომდე, თხემით ტერფამდეა ჩართული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დღეს პარტია იმართება არაფორმალურად და ეს არის ძირეული პრობლემა.

„პარტიამ დაკარგა სოლიდურობა, პერსპექტივა, ზრდის პოტენციალი. პარტია ემსგავსება „ქართულ ოცნებას“ იმ მოდელით, რომელიც მათ აქვთ აპრობირებული. ეს არის კლანური მმართველობა, კაპიტალით მმართველობა, ფინანსური სახსრებით მმართველობა. ეს არ არის ის, რის წინააღმეგაც იბრძოდა და იბრძვის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. არაფორმალური მმართველობა თითქოს აკადემიურად ჟღერს, მეორე არის კლანური მმართველობა, რომელიც მძაგს.

პრობლემა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუდგა, არც თუ უნებლიედ დაუდგა. ბევრი ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ დაპირისპირება პარტიაში გამოიწვია მხოლოდ და მხოლოდ თავმჯდომარეობის არჩევნებმა, სინამდვილეში ასე არ არის. უდროოდ მოინდომეს არჩევნების ჩატარება. მე მივიღე ეს გამოწვევა, დემოკრატიული წესი შევიმუშავეთ, დემოკრატიული წესით ჩატარდა არჩევნები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ პროცესი, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, იყო დემოკრატიული, თავისი ყველა მანკიერებით. იყო ფარული ჩანაწერები, ფულის შრიალი და ა.შ. ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, ეს იყო პარტიული გადატრიალება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საკუთარ თავში ძალა ვიპოვე, არჩვენების შედეგების გამოცხადებისთანავე ჩავატარე ბრიფინგი და გამარჯვებულს ვუსურვე, რომ პარტია ემართა სიმართლითა და ღირსებით“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, არჩევნებიდან ხუთ დღეში ჩატარდა პოლიტიკური ყრილობა, რომელსაც არჩეული თავმჯდომარე უნდა დაემტკიცებინა და ახალმა გუნდმა ნახევარი პოლიტიკური პარტიის იგნორირება მოახდინა.

„გააუქმეს ორგანო, რომელიც მარტის თვეში უნდა არჩეულიყო და მეც გამომაგდეს. ეს იყო უნებლიე შეცდომა? ეს იყო განზრახ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ლევან ხაბეიშვილს ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა ეს დავალება მისცეს და მან შეასრულა ნოტარიუსის ფუნქცია, აქ გაჩნდა კრიზისი. რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა, აწყობდა „ქართულ ოცნებას“.

ზურაბ ადეიშვილი საარჩევნო პროცესებში ისე იყო ჩართული, რა დოზითაც მერაბიშვილი, კეზერაშვილი და დღეს ეს პარტია თუ ვინმესია, ვინც სრულად ფლობს პარტიის მართვის ბერკეტებს, არიან კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი. ეს სამი ადამიანი თავიდან ბოლომდე, თხემით ტერფამდე ჩართული იყვნენ.

მე იუსტიციის სამინისტროში როდესაც დავიწყე მუშაობა, 2009 წელს, მაშინ მინისტრი იყო ნიკა გვარამია, მას შემდეგ შეიცვალა მინისტრი და გახდა ადეიშვილი. 2012 წელი როდესაც დადგა, ადეიშვილი მეორე დღესვე არ მინახავს, თანამშრომლებს ვერც კი დაგვემშვიდობა, რადგან მან დატოვა ქვეყანა, ჯერ კიდევ სამი კვირა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ჩვენ მგლის ხახაში ვიყავით.

რაღაც სამართლიანობა ხომ არსებობს, რომ დღეს, პირველ რიგში, თავად აკადრებს ამას, რომ გვერდიდან ჩაერიოს პარტიულ გადატრიალებაში და ამით დაასუსტოს ერთ დროს მთავარი ღერძი ოპოზიციური მოძრაობისა“, – განაცხადა მელიამ.

ფოტო: tvpirveli.ge

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი