უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

28 სექტემბერი, 2020 15:35
font-size

ქვების სროლით ვერ გამოასწორებენ სიღარიბეს, ვერ შექმნიან სამუშაო ადგილებს, ვერ წაიყვანენ ქვეყანას წინ და ერთადერთი რასაც იზავენ გახლავთ საკუთარი თავის ბოლომდე ჩატოვება უკან წარსულში - დავით ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული ოცნების წევრები, სიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლები ახორციელებენ ორგანიზებულ ფიზიკურ ძალადობას ოპონენტების წინააღმდეგ.

"საარჩევნო კამპანია ნელ-ნელ კრეფს ტემპს და ჩვენი საზოგადოება უკვე მომსწრეა იმ ძალადობრივი სცენარის, რომელიც კარგად გვახსოვს წინა არჩევნებიდან. უკვე ვხედავთ, რომ ქართული ოცნება იყენებს იგივე მეთოდებს, ეს არის ქართული ოცნების წევრების, მათი აქტივისტების, სხვადასხვა გამგეობებში, სიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებული ადამიანების მხრიდან ორგანიზებული ფიზიკური ძალადობა ოპონენტების წინააღმდეგ. წინა წლებში არცერთი ასეთი ძალადობა არ ყოფილა გამოძიებული და არცერთი დამნაშავე არ ყოფილა ადეკვატურად დასჯილი და სწორედ ეს არის ძალადობის პოლიტიკური მფარველობა, სწორედ ეს ახალისებს ძალადობას და ამიტომ იყო ფარისევლობა, როდესაც ქართულმა ოცნებამ ვითომ საარჩევნო კოდექში გაამკაცრა სანქცია ძალადობისთვის," - ამბობს ბაქრაძე.

იგი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გაამკაცრა საარჩევნო კოდექსი, არ ხდება ამგვარი ფაქტების გამოძიება და ერთადერთი, რასაც ამგავრი ქმედებებით მიაღწევს ხელისუფლება, არის საკუთარი თავის უკან, წარსულში ჩატოვება.

"ჩვენ ველით გამკაცრებული სანქციების ამოქმედებას, ველით კონკრეტული დამნაშავეების დასჯას, რადგან, როგორი ძალადობრივი კაპმანიაც არ უნდა ჩაატაროს ქართულმა ოცნებამ, ეს მას ვერ უშველის. ქვების სროლით ვერ გამოასწორებენ სიღარიბეს, ვერ შექმნიან სამუშაო ადგილებს, ვერ წაიყვანენ ქვეყანას წინ და ერთადერთი რასაც ქვების სროლით იზავენ გახლავთ საკუთარი თავის ბოლომდე ჩატოვება უკან წარსულში.

ქვეყანას სჭირდება წინსვლა. ჩვენ გავიმარჯვებთ ნებისმიერი ძალადობრივი კაპმანიის პირობებში, მაგრამ ქვეყანას სჭირდება ნორმალური და ღირსეული ცვლილებები და ამიტომ, 31 ოქტომბრამდე, სანამ ჯერ კიდევ ძალაუფლებაში არაინ, მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, შეწყვიტონ ძალადობის ორგანიზება და წახალისება და დასაჯონ ადამიანები, ვინც ფიზიკურად ძალადობს პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე ოპონენტებზე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი