უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 მარტი, 2017 14:50
font-size

ქვეითი ინსპექტორების 10 ჯგუფი პატრულირებას ქალაქის ცეტრალურ უბნებში დაიწყებს

3 აპრილიდან თბილისის ცენტრალურ უბნებში ქვეითი ინსპექტორები დაიწყებენ პატრულირებას.

მათ უფლება ექნებათ ფიზიკური და იურიდიული პირები ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმონ.

შპს ,,თბილსერვის ჯგუფის’’ დირექტორის პირველი მოადგილის, დავით დოლიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე ინსპექტორების 10 ჯგუფი ქალაქის ცენტრაულ უბნებს მოიცავს.

,,არ იქნება ჩვენი თვითმიზანი ის, რომ მაინც და მაინც დავაჯარიმოთ ადამიანები და ორიენტრებულები ვიყოთ მხოლოდ დაჯარიმებაზე. ძირითადი მიმართულება მაინც იქნება ცნობიერების ამაღლება ადამიანებში, რომ ნარჩენი არ დაყარონ ძირს, არამედ მოათავსონ ურნაში.

სულ არის 20 ადამიანი 10 ქალბატონი და 10 კაცი ამ სამსახურში. 10 ჯგუფი ივლის ქალაქში ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, იმიტომ, რომ მთლიანად ქალაქს ვერ მოვიცავთ პირველ ეტაპზე.

სამომავლოდ, ვნახავთ სპეციფიკას, როგორ იმუშავებს და გაამართლებს, რა მოთხოვნები გვექნება და ამის შემდგომ, ან დავამატებთ ან შევინარჩუნებთ არსებული ჯგუფების რაოდენობას’’, - განმარტა დავით დოლიძემ.

მისივე განმარტებით, ზოგიერთი ჯგუფი დილის 9-დან და 6 საათამდე იმუშავებს, ზოგიერთი კი პირიქით - საღამოს 6-დან ღამის 12 საათამდე.

რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, ფიზიკური პირი, რომელიც ქუჩაში 2 კგ-მდე საყოფაცხოვრებო ნარჩენს დაყრის, დაჯარიმდება 80 ლარით, ხოლო თუ ფიზიკური პირი 2 კგ-მდე საყოფაცხოვრებო ნარჩენს შენობა-ნაგებობიდან გადააგდებს, დაჯარიმდება 100 ლარით.

2 კგ-ზე მეტი საყოფაცხოვრებო ნარჩენის შემთხვევაში კი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით, შენობა-ნაგებობიდან გადაგდების შემთხვევაში კი - 500 ლარის ოდენობით.

1 კუბამდე სამშენებლო ან ინერტული მასალის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 500 ლარით.

1 კუბზე მეტი სამშენებლო ან ინერტული მასალის ქუჩაში დატოვების შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარით, იურიდიული პირი - 1500 ლარით.

ნინო ექვთიმიშვილი

„თავისუფალი საქართველო“ დამოუკიდებლობის დღეს დავით გარეჯში აღნიშნავს

26 მაისი, 2019 , 16:15

„თავისუფალი საქართველოს“ წევრები 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ჩავიდნენ. ინფორმაციას„თავისუფალი საქართველოს“ პრესცენტრი ავრცელებს. „თავისუფალი საქართველო

„26 მაისი, ზეიმის დღე არაა, სასაცილოდ გამოიყურება 1918 წლის 26 მაისის ზეიმი, ხო გვესმის როგორც დამთავრდა ეს“

26 მაისი, 2019 , 14:46

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სტატუსს უძღვნის: „26 მაისს მოპოვებული დამოუკიდებლობა ჩვენ დავკარგეთ. თან დავკარგეთ ისე რომ მის მერე 70 წელი მონობაში ვიცხოვრე

ნატო ჩხეიძე: ერთი ყვავილი ვერ გაიმეტეს მთაწმინდაზე ასულებმა, ერთი ყვავილი

26 მაისი, 2019 , 14:28

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს: „სერიიდან: აბა, შეხედეთ   დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის იდეური მედროშე მერაბ კოსტავა იყო და მისმა ბრძოლამ დამოუკიდებლობა მოგვიტანაო, ბრძანა პ

„26 მაისი - ,,უკუღმა დამოუკიდებლობის`` კი არა, პირველი პრეზიდენტის არჩევის ისტორიული დღეა“

26 მაისი, 2019 , 13:54

იმის გამო, რომ ქართველი ხალხისთვის წაეშალათ ისტორია და გადაეფარათ ზვიადის მიერ 9 აპრილის გმირთა სულების საპატივცემულოდ გამოცხადებული დამოუკიდებლობა, შევარდნაძემ, თავისი უკუღმართი კალენდარით, დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისი

დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო, მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ - მთავარეპისკოპოსი ზენონი

26 მაისი, 2019 , 13:35

დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო. მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ, - აცხადებს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი. ''დავით გარეჯის უდაბნოს მონასტე

პრემიერ-მინისტრმა მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგო

26 მაისი, 2019 , 10:47

მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის პანთეონში განაცხადა, სადაც, მერაბ კოსტავას 80 წლისთავთან დაკა