უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

13 ივლისი, 2020 15:03
font-size

“ქვეყანა დარჩენილია ეფექტური მექანიზმების გარეშე“ - ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს ნინო ლომჯარია შეხვდა

რუსი ოკუპანტების მიერ სამი დღის წინ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს სახალხო დამცველი შეხვდა. ნინო ლომჯარია კასპის რაიონში, სოფელ ქვემო ფონიჭალაში იმყოფებოდა. ომბუდსმენი ამბობს, რომ საქმის კურსშია მომხდართან დაკავშირებით, თუმცა სურდა პირადად შეხვედროდა ზაზა გახელაძის ოჯახს.

როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, მსგავსი უკანონო დაკავებები პერიოდულად გვხვდება ხოლმე, თუმცა საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამჯერად რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ადამიანი დაჭრილია.

“ქვეყანა დარჩენილია ეფექტური მექანიზმების გარეშე, რომელიც საჭიროა ასეთ ვითრებაში, რათა რაც შეიძლება დროულად მოხდეს რეაგირება. როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებების ძალიან უხეშ დარღვევებს, ჩვენ არ გვაქვს არანარირი ეფექტური მექანიზმი როგორც სახელმწიფოს, რომ ასეთი ტიპის შემთვევების დროს ქვეყანამ მოახდინოს ეფექტური რეაგირება,” - ამბობს ნინო ლომჯარია.

გახელაძის ოჯახი იმედოვნებს, რომ დღეს ზაზა გახელაძეს "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები მოინახულებენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება.

შეგახსენებთ, რომ უკვე მესამე დღეა, ზაზა გახელაძე ოკუპანტების ტყვეობაშია. მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავებული ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს.

33 წლის ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა გამყოფ ხაზთან ორი დღის წინ დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, შედეგად კი გახელაძე ფეხში დაიჭრა.

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

24 ნოემბერი, 2023 , 14:31

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი