უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 თებერვალი, 2020 17:05
font-size

ქვეყანა დაცულია, განგაშის საფუძველი არ არსებობს! - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტს ჯანდაცვის მინისტრმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა დეტალურად გააცნეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა, როგორც მთელს მსოფლიოში სერიოზულია, მაგრამ არა საგანგაშო.

"დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა მიღებულია. საკოორდინაციო საბჭო სრულყოფილად ფუნქციონირებს და ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან. საჭიროა, ყველამ დაიცვას ჰიგიენის რეკომენდირებული ზომები, რათა ვირუსი არ გავრცელდეს.

ქვეყანა დაცულია: საჰაერო მიმოსვლები შეზღუდულია იმ ქვეყნებთან, სადაც საჭიროა; ის საზღვრებია ჩაკეტილი, რომელიც საჭიროა. ჩვენ სრულ იზოლაციაში არ მოვაქცევთ ჩვენს თავს - ამის საჭიროება არ არსებობს! არც იმის საჭიროება, არსებობს რომ უცებ სასურსათო მაღაზიებში შეიქმნას საგანგაშო მდგომარეობა. ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანები, მშვიდად შევხვდეთ ამ მდგომარეობას და ვიცოდეთ, რომ ბევრია ჩვენზე დამოკიდებული, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს!“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ.

პირველადი ჯანდაცვის 24 დაწესებულების ბაზაზე ე.წ ონლაინ კლინიკები მოეწყო

1 აპრილი, 2020 , 15:15

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ ონლაინ კლინიკები საქართველოს მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის 24 დაწესებულების ბაზაზე მოეწყო, აქედან 15 კი თბილისში მდებარეობს. მინისტრის მოადგილის განმა

შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე პირები გლუკომეტრის ტესტჩხირებს ბინაზე მიიღებენ

1 აპრილი, 2020 , 15:15

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები გლუკომეტრის ტესტჩხირებს „საქართველოს ფოსტის“ კურიერების მეშვეობით საკუთარ საცხოვრებელ მისამართებ

ელექტროენერგიის გადასახადი 1 200 000 ოჯახს, ბუნებრივი აირის კი - 671 000 აბონენტს დაუფინანსდება - მაია ცქიტიშვილი

1 აპრილი, 2020 , 14:45

„პრემიერ-მინისტრის მხრიდან თქვენ მოისმინეთ დაანონსებული ნაწილი იმ ღონისძიებებისა, რომელზეც ჩვენი გუნდი მუშაობს. ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს ზრუნვას, პირველ რიგში, იმ მოქალაქეებზე, რომელთაც პრობლემა შეექმნათ ამ გან

სისხლის პლაზმით მკურნალობა მიღებული მეთოდია, ჩვენთანაც გამოიყენებოდა - პაატა იმნაძე

1 აპრილი, 2020 , 14:45

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სისხლის პლაზმით სხვადასხვა დაავადების მკურნალობა ცნობილი და მიღებული მეთოდია და საქართველოშიც გამოიყენებოდა, მათ შორის, ყირიმ-კონგოს ც

მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი დღეს გამოჯანმრთელებული ეწერება ბინაზე - ლევან რატიანი

1 აპრილი, 2020 , 14:30

„მოგეხსენებათ, გუშინ გავაკეთე განცხადება მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტზე, რომელიც იწვა კლინიკაში. ეს იყო ქალბატონი დამძიმებული ანამნეზით. მინდა, ყველას განვუმარტო – დამძიმებული ანამნეზი ნიშნავ

კორონავირუსზე ტესტირება სამი მეთოდით დაიწყება - თამარ გაბუნია

1 აპრილი, 2020 , 14:20

ალგორითმის მიხედვით, უმოკლეს ვადაში დაიწყება სამივე მეთოდით ტესტირება როგორც პისიარ, ასევე ანტიგენების დაჩქარებული ტესტი და ანტისხეულების ტესტი, ჩვენ საწყისი რაოდენობა ამ ტესტების ქვეყანაში გვაქვს, – ამის შესახებ ს