უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

26 მაისი, 2020 17:53
font-size

ქვეყანა სესხულობს, პროცენტი ჩართულია და ფული გაჩერებული, ეს ჩვენი მთავრობის უთავბოლობის, არაპროფესიონალიზმის ბრალია - დავით ჭიჭინაძე

ქვეყნის ინფრასტრუქტურა, რეგიონალური განვითარება, რეგიონებს შორის კოორდინაცია - ეს არ არის მარტივი საქმე და მინისტრი, რომელიც ამ თანამდებობას იკავებს, დარგის პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს და არა ადამიანი, რომელსაც კანცელარიის იქით არ უმუშავია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ საინვესტიციო პროექტებს 0%-იანი ათვისება აქვს და კიდევ იქით გვიწევს ჯარიმების გადახდა, - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს, 243 მილიონი ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა.

„ანუ რა გამოდის? ქვეყანა სესხულობს, პროცენტი ჩართულია და ფული გაჩერებული! რაც ნიშნავს იმას, რომ ფული არ იხარჯება, სამუშაო ადგილები არ იქმნება და შემოსავლები აკლდება ბიუჯეტს. შესაბამისად ზარალიც ორმაგია, რასაც ემატება ლარის კურსი, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო გარბის. ეს კატასტროფა კი, ჩვენი მთავრობის უთავბოლობის, არაპროფესიონალიზმის ბრალია და ასევე, კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე. რადგან არ შეიძლება ამხელა თანხა ძირითადად მათმა „საშინაო“ კომპანიებმა აითვისონ. ამის ნათელი მაგალითი კი, თუნდაც ის არის, რომ დღესაც იგივე კომპანიებია რაც „ნაციონალების“ დროს. არც იმ კომპანიების რაოდენობა გაზრდილა, ვინც დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეასრულებს იმიტომ რომ, კალაძე იქნება თუ ვინც გინდა, როგორც ჩანს „შეჩვეულ ჭირთან“ ურთიერთობა ურჩევნიათ. რადგან, ადრეც ხომ ერთნი იყვნენ და შეხმატკბილებულად ცხოვრობდენ, მაშინ ფული ვერ გაიყვეს, ახლა უბრალოდ პროპორციები გადანაწილდა სხვანაირად...“ , - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიაზე: ჩემთვის სამწუხაროა და როგორც პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით

9 ივლისი, 2020 , 17:09

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალათბურთის ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას ეხმაურება. ,,ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართ

პრემიერები იცვლებიან, პროკურორები მიდიან და ბრუნდებიან, მაგრამ დანაშაულის გამოძიება ყოველთვის იბლოკება - დავით ჭიჭინაძე

9 ივლისი, 2020 , 10:30

როდესაც გამოძიება პროკურორების, გენერალური პროკურორების და მინისტრების დონეზე ფერხდება, ივანიშვილი საქმის კურსში უნდა იყოს, ვინაიდან ამ ტალახს ის შეუთანხმებლად არ აიტანს. ფაქტია, რომ პრემიერები იცვლებიან, პროკურორები მიდ

ოპოზიციის განცხადებების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას, ამიტომ არ ვაპირებ მათზე კომენტარის გაკეთებას - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 17:30

ხუთ ქვეყანასთან საზღვრის გახსნა არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ვითარება ცვალებადია და ამ ვითარებაზე თავად ევროკავშირი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებები შესაძლოა ორ კვირაში გადაიხედოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი

როდესაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე ყალიბდება, რასაკვირველია, პროფესიონალურად განიხილება და არა ჰარიჰარალოდ- გიორგი ვოლსკი

8 ივლისი, 2020 , 16:00

როდესაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე ყალიბდება, რასაკვირველია, პროფესიონალურად განიხილება და არა ჰარიჰარალოდ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომელ

აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში სტიმულირების ფაზიდან გადადის იძულების ფაზაში - გია ხუხაშვილი

7 ივლისი, 2020 , 14:30

ეს არის გარკვეული ქმედება, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა. ეს არის ქმედება, რომელიც უფრო გაფრთხილებისთვის არის განკუთვნილი, ვიდრე დასჯისთვის, - ასე შეაფასა გია ხუხაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტი

კოლექტიური დირექტორები „ქართული ოცნებიდან“ ტელევიზიებში?! ეს ხომ ადამიანების შეურაცხყოფაა! არ გამოუვათ! - დავით ჭიჭინაძე

7 ივლისი, 2020 , 11:13

კოლექტიური დირექტორები „ქართული ოცნებიდან“ ტელევიზიებში?! ეს ხომ ადამიანების შეურაცხყოფაა! მაგრამ, სულ რომ კანონში ჩაწერონ, „ოცნება“ მარადიული გახდესო, მაინც ვერ დარჩებიან,- ასე ეხმიანება პოლიტიკუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე