უკან

პოლიტიკა

19 ივნისი, 2019 19:13
font-size

ქვეყანას ეროვნული ხელისუფლება სჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ დადგება ყველაფერი თავის ადგილზე - ნინო ბურჯანაძე

ქვეყანას ეროვნული ხელისუფლება სჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ დადგება ყველაფერი თავის ადგილზე, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს არაფერი ეტყობა, რომ ქვეყანას ხელისუფლება ჰყავს.

„ქვეყანაში, რომელსაც ტერიტორიების 20% აქვს დაკარგული, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 2/3 სიღარიბის ზღვარზეა, ქვეყანაში, სადაც 150 ათასი ბავშვი შიმშილობს, ქვეყანაში, სადაც 86%-ით არის გაზრდილი ევროპაში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი, საზოგადოება დაკავებულია იმით, თუ ვინ რა თქვა, ვინ რა გააკეთა, ბიძინა ივანიშვილი ვისზე გაბრაზდა და რაც ძალიან საგულისხმოა, ვმსჯელობთ იმაზე, ჩატარდეს თუ არა „პრაიდი“. ეს არ არის ნორმალური, ეს არ არის სახელმწიფო და არაფერი გვეტყობა, რომ ქვეყანას ხელისუფლება ჰყავს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მან გაიხსენა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი და პარალელი გაავლო არსებულ ვითარებასთან.

„როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე გახლდით, მაშინაც იდგა LGBT აღლუმის ჩატარების საკითხი. აქტიურობდნენ იგივე ადამიანები, ვინც დღეს LGBT-ს პროპაგანდით არიან დაკავებული, მაგრამ მაშინ მე მოვახერხე, რომ დამერეგულირებინა აღნიშნული პრობლემა, ისე, რომ არც ძალადობას ჰქონოდა ადგილი, არც კომბლები გამოეტანა ვინმეს, არც თავი გაეტეხათ უმცირესობის წარმომადგენლებისთვის და ამავე დროს, არც „პრაიდი“ ჩატარებულიყო და საერთოდ, ეს თემა ფართო საზოგადოებისთვის სამსჯავროზე არ გამოგვეტანა და კიდევ ერთი დაპირისპირების კერა არ შეგვექმნა. თუმცა, ეს რომ გააკეთო, ხელისუფლება დაკომპლექტებული უნდა იყოს ადამიანებით, ვისაც ქვეყანაზე გული შესტკივათ. ხელისუფლება იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, რომ ნებისმიერი თემა საზოგადოების დაპირისპირებისათვის გამოიყენოს და ამით შეინარჩუნოს ძალაუფლება, არამედ პატივი უნდა სცეს ქვეყნის ტრადიციებსა და ღირსებას.

ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებისათვის უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს ქვეყანაში სტაბილურობა. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მიუხედავად აბსოლუტურად განსხვავებული ხედვებისა, არ მოხდეს საზოგადოების დაპირისპირება. ერთმნიშნველოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოში არ უნდა ჩატარდეს LGBT აღლუმი და არ უნდა დავუშვათ მათი ცხოვრების წესის პროპაგანდირება, თუმცა ამავდროულად, ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოება და უფლებები“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ინფორმაციით, ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება ეროვნული ხელისუფლება და მხოლოდ ამის შემდეგ ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, „კარგი ტრადიციებითა და პროგრესული იდეებით კი საქართველო სწრაფი ნაბიჯებით დაიწყებს სვლას ჯანსაღი ევროპული ღირებულებების დასანარეგად“.

საქართველოში ტურიზმის მხარდასაჭერად ისრაელის დელეგაცია იმყოფება

18 ივლისი, 2019 , 14:20

„ისრაელის სახლის“ მოწვევით, თბილისს ისრაელის ქნესეთისა და პრემიერ ნეთანიაჰუს პარტიის - ლიქუდის წევრები, აგრეთვე, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ. 25-კაციან დელეგაციას ქნესეთის მმართველი კოალიციი

თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა

18 ივლისი, 2019 , 11:15

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს უმასპინძლა. მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული ასპექტები და თანამშრომლობის განვითარე

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. ბიძინა ი

თეა წულუკიანმა ერაყის დელეგაცია მიიღო

17 ივლისი, 2019 , 12:15

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალას შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას მინისტრის მოადგი

„ღრმა პოლიტიკურ კრიზისს, მძიმე ეკონომიკური კრიზისის საფრთხე ემატება“ - გიორგი ვაშაძემ ხუთპუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

16 ივლისი, 2019 , 15:30

"ახალი საქართველოს" ლიდერმა, მძაფრი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის 5 პუნქტიან გეგმა წარადგინა. გიორგი ვაშაძემ იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც საქართველო დაძლევს ეკონომიკურ კრიზ

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი

16 ივლისი, 2019 , 15:10

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, დადგენილებით მიიღებს. რ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს