უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
არქივი
ეკონომიკა
22 ივნისი, 2017 14:30
ქვეყანაში ამ ეტაპზე 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს - ილია ელოშვილი
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ილია ელოშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ ეტაპზე 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.
"ბოლო 4 წლის განმავლობაში 16 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა - ეს არის 250 მეგავატის სიმძლავრე, პლუს 2 თბოსადგური - ესეც დაახლოებით 250 მეგავატი. ანუ 500 მეგავატის გენერაციის ობიექტების მშენებლობა დასრულებულია. ესაა დახლოებით 600-700 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.
ამ ეტაპზე 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. მათი სიმძლავრე არის დაახლოებით 650 მეგავატი. ეს კიდევ დამატებით დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციებია", - განუცხადა ჟურნალისტებს ილია ელოშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი