უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 მარტი, 2017 11:20
font-size

ქვეყანაში არ არსებობს სპეციფიური სოციალური პროგრამები - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი დედის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მინდა ეს შესანიშნავი დღესასწაული – დედის დღე მთელ საქართველოს, ყველა დედას, განსაკუთრებით კი მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს მივულოცო, რომლებიც, საქართველოში არსებული სოციალური და კულტურული რეალობიდან გამომდინარე, ხშირად დგანან გენდერული უთანასწორობით გამოწვეული პრობლემების წინაშე. ამიტომ, სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან მეტ ყურადღებას და ხელშეწყობას საჭიროებენ, რათა სრულყოფილად იყოს დაცული მარტოხელა მშობლებისა და მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა უფლებები.

როგორც არაერთი კვლევით არის დადგენილი, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ადამიანები და მათი ოჯახები სიღარიბის მაღალ რისკ–ჯგუფებს მიეკუთვნებიან. 2016 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას დაფიქსირდა 4 379 მარტოხელა დედა. ქვეყანაში არ არსებობს სპეციფიური სოციალური პროგრამები. სოციალური დახმარება გენდერულად მგრძნობიარე არ არის და არ ითვალისწინებს მარტოხელა დედათა საჭიროებებს. ამასთან, კანონმდებლობით საერთოდ არ არის განსაზღვრული თუ ვინ ითვლება მრავალშვილიან დედად, რის შედეგადაც, მრავალშვილიანი დედები მთლიანად სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩებიან.

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილებები და განისაზღვრა მარტოხელა მშობლის სტატუსი, აუცილებელია სტატუსთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების სრულყოფა. ამასთან, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისათვის, როგორც ცალკე აღებულ ჯგუფზე სოციალური დახმარება ან რაიმე სოციალური შეღავათი გათვალისწინებული არ არის.

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს საქართველოს პარლამენტთან და სხვა შესაბამის უწყებებთან, რათა დაიხვეწოს და დარეგულირდეს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი. ვფიქრობ, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭება მხოლოდ მაშინ, თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში დედის/მამის შესახებ არ არის ჩანაწერი, არ ასახავს ამ საკითხის ირგვლივ არსებულ რეალობას. ასევე, მნიშვნელოვანია გადაიხედოს მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძვლები და დაიხვეწოს ისე, რომ მარტოხელა მშობლებს გავუადვილოთ სამართლებრივ და სოციალურ ურთიერთობებში შესვლა ბავშვების საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

კვლავ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას გადადგას ქმედითი ნაბიჯები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183–ე დედობის დაცვის კონვენციის რატიფიცირებისათვის და კიდევ ერთხელ, ვულოცავ დედებს 3 მარტის დღესასწაულს“, _ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 17:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის გან

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

5 ივნისი, 2020 , 17:00

6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შ

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია

5 ივნისი, 2020 , 17:00

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია. მამაკაცი, რომელიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი და რომელმაც რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, პოლიციას ჩაბარდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სა

ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკა ფრთხილად გავხსნათ, რათა მივეჩვიოთ, ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ტურიზმიც, წარმოებებიც, რესტორნებიც ნელ-ნელა ავამუშაოთ - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 16:35

პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ პატივია აქ ყოფნა. გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ახლა მძიმე პერიოდია და არ არის მარტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორ

ხილიანი ისტორიულ სახელს იბრუნებს

5 ივნისი, 2020 , 16:35

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა, საბურთალოს რაიონში, თბილისის ზოოლოგიური პარკის მიმდებარედ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის ხილიანის სახელის მინიჭების საკითხზე იმსჯელეს. კომისიის თავმჯდ

როგორც ჩანს, ისრაელი იქნება პირველი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 16:00

როგორც ჩანს, ისრაელი იქნება პირველი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს. რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა საინტერესო, პირველ რიგში, ქუთაისი და შემდგომ ბათუმი ასევე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, – ამის შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!