უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 მაისი, 2017 12:20
font-size

ქვეყანაში არსებული დესტრუქციული ძალები ეწინააღმდეგებიან ყველა ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას - კახა კალაძე

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფელ მუგუდაში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობით გამოწვეულ აქციებს გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანაში არსებული გარკვეული დესტრუქციული ძალები ეწინააღმდეგებიან არა მხოლოდ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას, არამედ ქვეყანაში ყველა ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას.

მინისტრის თქმით, „ საქართევლოს მთავრობამ ენერგეტიკული განვითარების 10 წლიანი გეგმა დაამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურების მშენებლობა- რაებილიტაციას“.

ვიცეპრემიერმა ყურადღება ამ პროექტის ფარგლ;ებში დაწყებულ ქსანი-სტეფანწმინდაში მაღალი ელექტროგადამცემი 500 კილოვოლტიანი ხაზების მშენებლობის პროექტს.

„ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, გარკვეული დესტრუქციული ძალები, ეწინააღმდეგებიან არამხოლოდ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას, არამედ, ზოგადად, ქვეყანაში ყველა ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას. ეს გახლავთ ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებას.

ბოლო კვირეების განმავლობაში ვისმენთ ამ ადამიანების მხრიდან ცილისმწამებლურ განცხადებებს. ისინი ყველანაირად ცდილობენ თავიანთი დეზინფორმაციით ადგილობრივი მოსახლეობა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შეიყვანონ შეცდომაში.

ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, თითქოს ეს ხაზები საშიშია ჯანმრთელობისთვის, იწვევეს მეწყერს, ვაზიანებთ გარემოს, ვაუბედურებთ ოჯახებს და ასე შემდეგ.

თუმცა, ეს ყველაფერიც არ იკმარეს და ბოლო ორი დღის განმავლობაში გვაბრალებენ ბარბაროსულ და ვანდალურ ქმედებებს. თითქოს ჩვენ მოვთხარეთ საფლავები, ამოვყარეთ მიცვალებულები და მათ შეურაცხყოფა მივაყენეთ. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე.

მინდა დაგანახოთ ამ დესტრუქციული ძალების რეალური სახე. ალბათ, ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ იხილა კადრები,როდესაც სოფელ მუგუდაში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, და ერთ-ერთი ქალბატონი ტიროდა თავის გარდაცვლილ შვილს და ამბობდა,რომ თითქოს ჩვენ მისი შვილის საფლავის გათხრა დავიწყეთ.

ამ ქალბატონმა გუშინ გააკეთა განცხადება. ეს ქალბატონი გახლავთ ნინო წიკლაური, მას შვილი ჰყავს დაღუპული აფხაზეთის ომში და კიდევ ერთხელ გულწრფელად მინდა მივუსამძიმრო და ვიზიარებ ამ ქალბატონის მწუხარებას. კარგად მესმის, თუ რამდენად მძიმეა დედისთვის შვილის სიკვდილი, რადგან მეც შვილმკვდარი დედა მყავს ოჯახში.

მინდა, დაგანახოთ თუ როგორ იყენებენ ეს დესტრუქციული ძალები ასეთი ადამიანებს პირადი ზრახვებისთვის. ეს არის ამორალური, უზნეო საქციელი ამ დესტრუქციული ძალების მხრიდან.

ჩვენ, დავარწმუნეთ მოსახლეობა, რომ ჩვენ არანაირ საფლავებს არ ვთხრით. და რაც მნიშვნელოვანია, ეს ქალბატონი, ნინო წიკლაური, რომელიც იმყოფებოდა სოფელ მუგუდაში და აცხადებდა რომ მისი შვილის სწორედ ამ სოფელშია დამარხული, რეალურად ცხოვრობს სოფელ ხანდოში და მისი გარდაცვლილი შვილი არის სწორედ ამ სოფელში დამარხული.

მინდა დავარწმუნო როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომ არც ერთი ნაბიჯი გადადგმული ჩვენი ხელისუფლების მიერ არ ყოფილა მიმართული ვინმეს საზიანოდ და ეს ასე იქნება მომავალში. მშენებლობა არის სახელმწიფოსთვის სასარგებლო, ეს არის დამოუკიდებელი და ეკონომიკურად წელში გამართული ქვეყნისკენ სავალი გზის ერთ-ერთი ეტაპი მიუხედავად გარე თუ შიდა მტრებისა, ჩვენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოთ ვმუშაობთ და ვიმუშავებთ ყოველთვის“,-განაცხადა კახა კალაძემ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი