უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 ნოემბერი, 2017 15:20
font-size

ქვეყანაში ყველა სესხის გამცემი ვალდებული იქნება, დარეგისტრირდეს ეროვნულ ბანკში - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, მურთაზ კიკორიას ინფორმაციით, სესხის გაცემის პრობლემის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა გამსესხებელმა შეისწავლოს მსესხებლის შემოსავალი და მხოლოდ ამის შემდეგ გასცეს თანხა.

მისი თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იქნებიან ვალდებული, დარეგისტრირდნენ ეროვნულ ბანკში.

„ეს ცვლილებები გულისხმობს იმას, რომ ერთიან ჩარჩოში მოექცეს ყველა სესხის გამცემი. უპირველეს ყოვლისა, სრულ ზედამხედველობას დაექვემდებაროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა და ქვეყანაში ყველა სესხის გამცემი ვალდებული იქნება, დარეგისტრირდეს ეროვნულ ბანკში. ამის შემდგომ მომხმარებლის უფლებების დაცვის არსებული წესი ეტაპობრივად გავრცელდება ყველა სესხის გამცემზე. ეს მარტივი რეფორმა არ არის, მაგრამ ჩვენი შეფასებით, ეს ცვლილება ერთხელ და სამუდამოდ შექმნის ერთიან თამაშის წესებს დაკრედიტებასთან დაკავშირებით. ეს აგებული იქნება ყველაზე სწორ პრინციპზე – სესხის გაცემა უნდა ხდებოდეს იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც მსესხებელს აქვს“, -განაცხადა კიკორიამ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე.

კიკორიამ თქვა, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს მაისში გადაეგზავნა, ხოლო კომიტეტებში უკვე შედგა პირველი მოსმენები. მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს წლის ბოლომდე მიიღებს.

არის თუ არა თამბაქოს კონტრაბანდის მიზეზი სააქციზო პოლიტიკა? - ინდუსტრია მთავრობას მიმართავს

6 ივნისი, 2020 , 17:44

თამბაქოს ინდუსტრია სააქციზო პოლიტიკის გადახედვის საჭიროებას აყენებს დღის წესრიგში. ბოლო პერიოდში თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის პარალელურად გააქტიურდა მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში კონტრაბანდული გზით თამბაქოს შემ

`საინვესტიციო ფონდების შესახებ` კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

5 ივნისი, 2020 , 17:15

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა (BEC) და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, "

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ისრაელის უმსხვილეს ბიზნესგაერთიანებასთან თანამშრომლობას აღრმავებს

5 ივნისი, 2020 , 17:00

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და ისრაელის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება Lahav თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატაში აცხადებენ, რომ Lahav-თან პარტნიორობა საუკეთესო პლატფორმაა ისრაე

დღეის მდგომარეობით, საფინანსო სისტემას უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა აქვს, ამავე დროს, გაზრდილია მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 17:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საკუთარი მანდატის ფარგლებში, ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე „კოვიდ-19“-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა, – ამის შესახებ ეროვნულ

მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მინუს 4 პროცენტი იქნება, რაც ადგილობრივი და საგარეო მოთხოვნის კლების შედეგია - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 16:40

კორონავირუსის პანდემია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის გლობალურ გამოწვევად იქცა. პანდემიის შედეგები ინფლაციაზე ძირითადად რამდენიმე არხით აისახება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა,

საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 15:55

სავალუტო პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნების ამოცანასაც ითვალისწინებდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!