უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 სექტემბერი, 2020 15:40
font-size

ქვეყანაში შექმნილ კოვიდ მდგომარეობაზე ჯანდაცვის სისტემა შესაბამის რეაგირებას ვერ უზრუნველყოფს - სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილ კოვიდ მდგომარეობაზე ჯანდაცვის სისტემა შესაბამის რეაგირებას ვერ უზრუნველყოფს.

სერგო ჩიხლაძე დასძენს, რომ კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის გაზრდაზე ევროპული სახელმწიფოები სათანადო ზომებს მიმართავენ და საკუთარ მოქალაქეებს შესაბამის რეკომენდაციებსაც აძლევენ, მათ შორის, აფრთხილებენ, რომ საქართველოში შესვლა უკვე საშიშია.

ჩიხლაძის თქმით, ამ მიმართულებით და კრიზისის დასაძლევად საჭირო ზომების მიღებისთვის ხელისუფლება უმოქმედოდაა, „უფრო მეტიც, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის მზაობაც არ იგრძნობა“.

„კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები სამწუხაროდ, იზრდება და დღევანდელი მაჩვენებლით მათი რაოდენობა უკვე 200 გადასცდა.

ხაზგასასმელი და საყურადღებოა, არამარტო გაზრდილი ციფრები, არამედ ჯანდაცვის სისტემის მზაობა და რეაგირება გაზრდილ შემთხვევებზე.

სწორედ, ამ ორი ციფრის მონაცემებით ხდება დადგენა, თუ რამდენად საშიშია აღნიშნულ ქვეყანაში შესვლა.

სამწუხაროდ, ციფრები იზრდება, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კი, კვლავინდებურად შექმნილი კრიზისის დასაძლევად მზად არ არის. ჩვენ ვხედავთ იმ ქაოსს, რაც ხდება საკარანტინო სივრცეში, კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის რგოლში,” - აცხადებს ჩიხლაძე.

სერგო ჩიხლაძე ტესტირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც საუბრობს. მისივე თქმით, დღეები სჭირდება ტესტირების პასუხის დადგენას და პასუხები ხშირად არეულია.

„ტესტირების პასუხები არეულია, დადებითიანთან უარყოფითი პასუხის მიდის და პირიქით, უარყოფითიანთან დადებითი. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის გაზრდაზე უკვე რეაგირებენ ევროპული სახელმწიფოები და რეკომენდაციებს აძლევენ საკუთარ მოქალაქეებს, იმის შესახებაც, რომ საქართველოში შემოსვლა საშიშია, რაც სამწუხაროა.

სამწუხაროა, რომ ვერ გამოვიყენეთ „მწვანე ქვეყნის“ სტატუსი და ის თვეები, როდესაც ჩვენ მართლა შეიძლებოდა გვესარგებლა მიმოსვლის აღდგენით, საზღვრების გახსნით და ნაკლები ზიანი მიგვეღო ეკონომიკურად, ვერ გამოვიყენეთ,”- განაცხადა ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძეს მაგალითისთვის გაზაფხულზე შექმნილი მდგომარეობა მოჰყავს, როდესაც კორონავირუსის შემთხვევები გაცილებით დაბალი იყო და საქართველო 40 უსაფრთხო ქვეყნის სიაში ვერ მოხვდა.

„შეგახსენებთ, რომ დაბალი ციფრების პირობებშიც, მაგალითისთვის მარტი-აპრილის პერიოდი რომ გავიხსენოთ, როდესაც ქვეყანაში ერთეული შემთხვევები გვქონდა, მაშინაც კი ვერ მოხვდა საქართველო 40 უსაფრთხო ქვეყნის რიცხვში, მაშინ როდესაც ბევრად უფრო დაზარალებული ქვეყნები მოხვდნენ ამ სიაში.

ამის მიზეზი იყო ის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არ იყო მზად. მიუხედავად იმისა, რომ ერთეული შემთხვევების პროგნოზირება კეთდებოდა, მათი მხრიდან ეფექტური რეაგირება არ იგრძნობოდა.
დაბალი რიცხვების შემთხვევაში, ევროპელი პარტნიორები და კვლევითი ორგანიზაციები თვლიდნენ, რომ საქართველო არ იყო მზად ინფექციის გაზრდილი შემთხვევებისთვის და შედარებით მძიმე სცენარისთვის. ამიტომ არ შევიდა იმ პერიოდშიც კი, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რადგან ოდნავი მატებაც კი გამოიწვევდა სრულ ქაოსს და ამისთვის მოუმზადებელი იყო სისტემა, რაც სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე თვის შემდეგ პრაქტიკულად დავინახეთ.

სამწუხაროდ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ არცერთი სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ ალტერნატივის სახით შევთავაზეთ სახელმწიფოს, არ იქნა განხილული მთავრობის მიერ, “ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულობა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო

24 ოქტომბერი, 2020 , 16:15

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ყველა საარჩევნო პარტიამ ერთად შემოსავლის სახით 23 846 652 ლარი მიიღო. აქედან 22 602 245 ლარი

სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ამის ფასი მარტივია - პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები დავიცვათ - გიორგი გახარია

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის; შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა მეორე ტალღის პერიო

ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

"ევროპული საქართველოს" დეპუტატს, ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსმა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა. "მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. თავს ვირუ

“არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას” - ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას, - ამ სლოგანით ჯანდაცვის სამინისტროსთან "ლეიბოროსტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი მხარდამჭერებთან ერთად აქცია მართავს. ისინი ისინი ითხოვენ, პანდემიის დროს მოქალაქეებს პირბადეები დ

რას მალავს ივანიშვილი - ნიკა გვარამიას ინტერვიუ `ქართუ ჯგუფის` ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა. ეს ელდარ გოგო

მთავრობის მხრიდან მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც - ნათია მეზვრიშვილი

24 ოქტომბერი, 2020 , 14:45

გარე სივრცეში, იქ, სადაც თავშეყრას აქვს ადგილი, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე და ა.შ, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის მკაცრად რეკომენდირებული მთავრობის მხრიდან, - ამის შესახე