უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


პოლიტიკა

13 სექტემბერი, 2017 15:40
font-size

ქვეყნის მასშტაბით მერობის 15 დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით მერობის 15 დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა. თბილისის, დმანისის, ასპინძის, ოზურგეთის, ხაშურის, გურჯაანის, თეთრიწყაროს, გორის, ადიგენის, ნინოწმინდის, ცაგერის, მესტიის, ზესტაფონისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მერობისთვის, პოლიტიკური პარტიების კანდიდატებთან ერთად, დამოუკიდებელი კანდიდატებიც იბრძოლებენ.

დამოუკიდებელი კანდიდატებიდან ორი მოქმედი გამგებელია – დმანისის გამგებელი გოგი ბარბაქაძე და ასპინძის გამგებელი ლევან ცაბაძე. ისინი ამავე მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებად საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს.

ოზურგეთის მერად დამოუკიდებლად იყრის, ასევე, კენჭს “ქართული ოცნების” ყოფილი გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძეც.

მერობის ორი დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა ხაშურშიც – რამაზ ნოზაძე და ილია კაპანაძე. რამაზ ნოზაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “პატრიოტთა ალიანსიდან” მაჟორიტარ კანდიდატად იყო წარდგენილი და ის ხმათა რაოდენობით მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა, ამჯერად მერობის კანდიდატად ის საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. რაც შეეხება ილია კაპანაძეს, ის ხაშურის საკრებულოს მოქმედი წევრია.

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა გურჯაანშიც. მიხეილ ფურცელაძე “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო, თუმცა, droa.ge-ს ინფორმაციით, მას მოქმედ გამგებელთან აქვს კონფლიქტი.

თეთრიწყაროში დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი ვაჟა გაბიდაური, რომელიც საკრებულოს მოქმედი წევრია. ის საკრებულოში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიცია “ქართული ოცნების” სიით მოხვდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი გაბიდაური რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიაში იყო.

გორში მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა რეგიონული ტელეკომპანია “თრიალეთის” მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი. წარსულში ნანეტაშვილს სახელმწიფო უწყებებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

მერობის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ჰყავს ადიგენსაც. მინდია ჯელია ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის თებერვალში ის გამგებელთან კონფლიქტის გამო გაათავისუფლეს.

ნინოწმინდაში მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭს ანდრანიკ კარსლიანი იყრის. ცაგერში – ალუდა კვირიკაშვილი, რომელიც ამჟამად ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეა.

მესტიაში მერობისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებს მალხაზ უდესიანი, რომელიც მესტიის მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორია.

ზესტაფონში მერობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა გიორგი გოგლიჩიძე წარადგინა. გოგლიჩიძე 2006-2010 წლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო. 2008 წელს ამავე მუნიციპალიტეტში ლეიბორისტულმა პარტიამ ის საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. 2011 წელს გოგლიჩიძე დააპატიმრეს, თუმცა, მას 2012 წლის 5 დეკემბერს პარლამენტის მიერ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირის სტატუსი მიენიჭა. გოგლიჩიძე 2010 წლამდე “ლეიბორისტული პარტიის” წევრი იყო. ამჟამად კი უპარტიოა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატადაც მოიაზრებოდა.

ზუგდიდში მერობისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებს ზვიად სიჭინავა. სიჭინავა 2009-2015 წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. მანამდე, 1991-94 წლებში, მუშაობდა კომპანია „დიდ მიზანში“ დირექტორის მოადგილედ. 1995-2005 წლებში მოსკოვის ტერეზა დუროვას სახელობის სახელმწიფო თეატრის გენერალური დირექტორი იყო, 2005-06 წლებში კი – კომპანია „რუსული რესტავრაციის“ ფინანსური დირექტორი. 2006 წლიდან საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ბაიას“ პრეზიდენტია.

დამოუკიდებელი კანდიდატი ჰყავს თბილისსაც. დედაქალაქის მერობისთვის ალექსანდრე ელისაშვილი იბრძოლებს. ელისაშვილი თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრია. მან 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გაიმარჯვა. მანამდე ელისაშვილი წლების განმავლობაში ტელეკომპანია “კავკასიაში” მუშაობდა.

წყარო: droa.ge

ნატო ჩხეიძე: „მომავალი მმართველი გუნდი ამ კონსტიტუციას ძირფესვიანად შეცვლის!“

26 სექტემბერი, 2017 , 21:03

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ნატო ჩხეიძე იმის გასარკვევად, თუ რატომ დაფიქსირდა მისი ხმა კონსტიტუციის ცვლილებების მომხრეთა სიაში, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მიმართვს. „ამ კონსტიტუც

ამიერკავკასიაში ნატოს გააქტიურება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის - რუსეთის საგარეო უწყება

26 სექტემბერი, 2017 , 17:55

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, გაეროს წარმომადგენელ ანტო ტურუნენსა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. შეხვ

ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღების აუცილებლობა არსებობს, ოღონდ რუსეთის მხრიდან - ქეთევან ციხელაშვილი

26 სექტემბერი, 2017 , 17:55

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღების აუცილებლობა არსებობს, ოღონდ რუსეთის მხრიდან, რომელსაც არ გაუმყარებია ცეცხლი

თეა წულუკიანმა საბერძნეთის ელჩი მიიღო

26 სექტემბერი, 2017 , 17:40

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოში საბერძნეთის ელჩი დიმიტრიუს კარაბალისი მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე, გოჩა ლორთქიფანიძე, მიხეილ სარჯველ

ეს არის „ქართული ოცნების“ კონსტიტუცია, ეს არ არის საქართველოს კონსტიტუცია - ადა მარშანია

26 სექტემბერი, 2017 , 17:35

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ადა მარშანიას შეფასებით, ახალი კონსტიტუცია არ არის საზოგადოებრივი შეთანხმების დოკუმენტი და ამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას. ამის შესახებ დეპუტატმა კენჭისყრის ჩატარებამდე განაცხადა.

ქალბატონო ადა, სირცხვილია ეს საქართველოს პარლამენტში - ინციდენტი პარლამენტში

26 სექტემბერი, 2017 , 17:35

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ადა მარშანია, პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ტრიბუნასთან მიეჭრა, რადგან სიტყვით გამოსვლა მოითხოვა. ამაზე ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა უარი უთხრა, რადგან დეპუტატმა ამ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე