უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 ოქტომბერი, 2016 16:40
font-size

ქვეყნის ვალმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 12 მილიარდ ლარს შეადგენს - მიხეილ მაჭავარიანი (ვიდეო)

,,ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, მთავრობა არაფერს არ აკეთებს ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის.

,,ბიუჯეტის 9 თვის შესრულებას თუ დახედავთ, იმ წუთშივე დიაგნოზს დაუსვამთ, იმიტომ, რომ 132 მილიონი დააკლდა შემოსულობებს. თუ დახედავთ, თვითონ ქვეყნის შიგნით ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია იმიტომ, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადი ნაკლები შეგროვდა, ვიდრე 2015 ან 2014 წელს. ეს არის დიაგნოზი, რასაც სულ ვამბოდით, რომ ქართული ეკონომიკა ცუდ დღეშია.
ამავდროულად, მთავრობამ გამოუშვა სახაზინო ვალდებულებები. ანუ მთავრობა მუდმივად იღებს ვალებს თქვენს და ჩემს ხარჯზე, რომ ეს ცუდი მდგომარეობა თავისთვის გაიხანგრძლივოს.

ახლაც იცით, რომ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების მიუხედავად და მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 200 მილიონ დოლარამდე გაიყიდა, ლარი მაინც განაგრძობს გაუფასურებას. დღეს კომერციული კურსი უკვე გადაცდა 2,4-ს’’, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ექსპორტ-იმპორტის შემცირება დაასახელა.

,,ექსპორტი არის შემცირებული 2011 წელთან შედარებითაც კი, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ბაზარიც და ევროპულიც გახსნილია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მოხმარებაც შემცირებულია. საქართველოს მოქალაქეები იმის გამო, რომ მათ ფული არ აქვთ, ნაკლებ პროდუქციას მოიხმარენ და ყიდულობენ. შესაბამისად, ქართველ მეწარმეებსაც ნაკლები პროდუქცია შემოაქვთ ჩვენს ქვეყანაში’’, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მთავარი მაჩვენებელი, რომელიც ლარის კურსზე მოქმედებს არის ვალის აღება.
,,2015 წელს საშინაო და საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა და დღეს არის 12 მილიარდ 500 მილიონი. 2012 წელს კი, ეს იყო 8 მილიარდი. ანუ ,,ქართულმა ოცნებამ’’ ვაჟკაცურად გაზარდა 4,5 მილიარდით ეს ვალი. ეს არის ის, რის გამოც შეუძლებელია, რომ ვიღაცამ დაიჭიროს ლარის კურსი.

ნინო ექვთიმიშვილი


მომავალი 3 წლის განმავლობაში ენერგოსისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება - დავით თვალაბეიშვილი

14 ოქტომბერი, 2019 , 13:11

არაგვიჰესი და მისი წყალსაცავი ენერგეტიკული დანიშნულების გარდა, ადგილობრივი ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებასაც უწყობს ხელს. ჰესის მშენებლობისას გაყვანილი გზა და ხელოვნური ტბა იზიდავს ტურისტებს, აღდგენილი გზით კი ად

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც შეძლო რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში - ივანე მაჭავარიანი

12 ოქტომბერი, 2019 , 14:15

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ამჟღავნებს მდგრადობას საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ. მისი თქმით, ბოლო წლებში რეგიონში არსებული კრიზი

Standard & Poors-ის გაუმჯობესებული რეიტინგი საქართველოს მიმართ ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ნდობის აღიარებაა - ნათია თურნავა

12 ოქტომბერი, 2019 , 12:50

წამყვანი სარეიტინგო სააგენტო Standard & Poors-ის მხრიდან საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი ბიჯით გაზრდა, რაც პირველად მოხდა 2011 წლის შემდეგ, ძალიან მკაფიო აღიარებაა იმ წარმატებული ეკონომიკური რეფორმები

„ბილტმორში“ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა

11 ოქტომბერი, 2019 , 13:10

22-23 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილია „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი,“ რომელსაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრება. ფორუმის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სა

აბრეშუმის გზის ფორუმზე მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის სამთავრობო და ბიზნესსექტორის 2000 წარმომადგენელს ველოდებით - გენადი არველაძე

11 ოქტომბერი, 2019 , 13:10

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმისადმი არის ძალიან მაღალი ინტერესი როგორც ბიზნესსექტორიდან, ასევე სამთავრობო სექტორიდან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წელსაც უმასპინძლებს მაღალი რანგის სტუმრებს რეგიონის მეზობელი ქვე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9633 ლარი გახდა

9 ოქტომბერი, 2019 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9633 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9683 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ