უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

19 იანვარი, 2019 15:38
font-size

ქვემო ქართლის მეწარმეებს გავაცანით შესაძლებლობები, რომელიც მათთვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაქვს - გენადი არველაძე

საქართველოში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მიმდინარეობას შეეხებოდა შეხვედრა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა ქვემო ქართლში, ქალაქ რუსთავში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ქვემო ქართლის სამხარეო რწმუნებული აპარატისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის "ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება საქართველოში" (Facility for the Implementation of the Association Agreement in Georgia) დაფინანსებით გაიმართა.

„ქვემო ქართლის მხარეში მოღვაწე ბიზნესმენებს მივაწოდეთ ინფორმაცია DCFTA -ს შესახებ მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც გვექნება საქართველოს ნორმატიული ბაზის ევრორეგულაციებთან დაახლოების მიმართულებით. მსგავსი დიალოგი საქმიან წრეებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ხელს უწყობს იმ სირთულეების აღმოფხვრას, რაც შეიძლება წარმოიშვას ახალი ევრორეგულაციების საქართველოში დანერგვის მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენ მათ ის შესაძლებლობებიც გავაცანით, რაც მოაქვს აღნიშნულ შეთანხმებას ბიზნესისთვის, მათ შორის, პროდუქციის მაღალი სტანდარტითა და უსაფრთხოდ წარმოების შემთხვევაში ევროკავშირის ბაზარზე განთავსებისას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მეწარმეებს გააცნო საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო სტატისტიკა, რომლის თანახმადაც საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, 2018 წელს საქართველოდან აღნიშნულ ბაზარზე 730,3 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განახორციელა, რაც 11,5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21,7 პროცენტს შეადგენს.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ ქართველ მეწარმეებს გაუხსნა გზა ევროკავშირის ქვეყნებისკენ. ამ შესაძლებლობას ყოველწლიურად მეტი და მეტი ქართველი მწარმოებელი იყენებს, რაც ექსპორტის მაჩვენებელზე პოზიტიური დინამიკით აისახება. ევროკავშირი ქართული პროდუქციისთვის არის არა მხოლოდ მაღალშემოსავლიანი, არამედ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სტაბილური ბაზარი.

დარწმუნებული ვარ, პოტენციალი ორმხრივ ვაჭრობაში ძალიან დიდია,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესრულების პროცესში განსაზღვრული შეღავათიანი სავაჭრო პირობებით სარგებლობის საკითხები.

გენადი არველაძის გარდა, შეხვედრაში ასევე მიიღეს მონაწილეობა სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9232 ლარი გახდა

16 აგვისტო, 2019 , 17:32

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9232 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9182 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

„გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები

16 აგვისტო, 2019 , 15:36

სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს „საქართველოს სალიზინ

ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა

16 აგვისტო, 2019 , 12:40

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. როგორც “მედიანიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე არის

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 41 ფინალისტი სტარტაპი გამოვლენილია

16 აგვისტო, 2019 , 11:54

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 41 ფინალისტი სტარტაპი გამოვლენილია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით,

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9182 ლარი გახდა

15 აგვისტო, 2019 , 17:21

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9182 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9121 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოში ვერტმფრენების საფრენი მოედნების მოწყობისა და ექსპლუატაციისთვის ხელსაყრელი წერტილები შეირჩევა

15 აგვისტო, 2019 , 15:50

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალისტები საქართველოსმთელს ტერიტორიაზე ვერტმფრენებისათვის საფრენი მოედნების მოწყობის შესაძლებლობას შეისწავლიან. ამი

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს