უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

31 ივლისი, 2020 12:30
font-size

ქვემო ქართლის რეგიონში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა

სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ჯამურად, მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 510 000 ლარი გრანტია, ხოლო 500 000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.

სამაცივრე მეურნეობაში 800-მდე ტონამდე ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. კოოპერაციულ საწარმოში 50-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.

ახალ საწარმოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, ქვემო ქართლის მხარის რწმუნებულის მოადგილესთან, კახა კობერიძესთან ერთად იმყოფებოდა.

„კოოპერაციულ საწარმოში ინვესტირებული თანხა ერთ მლნ ლარს აჭარბებს. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეღავათიანი აგროკრედიტს და გრანტს გულისხმობს, ქმნის რეალურ შესაძლებლობას ასეთი პროექტების განხორციელებისათვის“, – განაცხადა ილია თამარაშვილმა.
2013 წლიდან დღემდე, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში 27 ახალი საწარმო დაფინანსდა.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი