უახლესი ამბები
- 02.03.2021 17:43ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა
- 02.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი გახდა
- 02.03.2021 17:15ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გენადი ბესტაევს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- 02.03.2021 17:15როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
- 02.03.2021 17:15შევცვლით აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მივცეთ -ზაალ უდუმაშვილი
- 02.03.2021 16:00ამაყი ვარ, რადგან საქართველოში სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - შარლ მიშელი
- 02.03.2021 16:00„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
- 02.03.2021 16:00ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 02.03.2021 16:00კაცმა ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა - პროკურატურა
- 02.03.2021 16:00რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე
არქივი
რეგიონები


ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ანარ სადიკოვმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა ააშენა.
ფერმის მშენებლობაზე ორ მლნ ლარამდე თანხა დაიხარჯა, აქედან 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი – ფერმერის ინვესტიცია. ახალ ფერმაში ყოველდღიურად ოთხ ტონა ნედლ რძეს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება; ფერმაში 20 ადგილობრივია დასაქმებული.
მესაქონლეობის ახალი ფერმა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და ქვემო ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.
„შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, აგრარულ საქმიანობაში ჩართული პირებისთვის, სოფლის განვითარების სააგენტო სესხის პროცენტის თანადაფინანსებას ახორციელებს. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებს ბიზნესის წამოწყებასა და მის განვითარებაში ეხმარება“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.
როგორც მხარის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, სოფელ დამია გეურარხში აშენებული ახალი ფერმა კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ შესაძლებლობებს იძლევა სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროექტები.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯამში, 308 მლნ ლარზე მეტი ღირებულების შვიდი ათასზე მეტი სესხია გაცემული, სააგენტოს გაცემულმა თანადაფინანსებამ 47 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობას აძლევს იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები აგრობიზნესის დაწყების და განვითარებისკენ მიმართონ.

ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება დისტანციურად, ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ
27 თებერვალი, 2021 , 12:00

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის ორ მოსწავლესა და ცხრა პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
24 თებერვალი, 2021 , 14:20

21 თებერვლამდე ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
22 თებერვალი, 2021 , 15:31
სოფელ შუქრუთში მაღაროები პარალიზებულია - მოსახლეობა პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს
18 თებერვალი, 2021 , 12:29
ინტენსიური თოვის გამო გზებზე შეზღუდვებია - სად იკრძალება მოძრაობა
17 თებერვალი, 2021 , 10:25

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
16 თებერვალი, 2021 , 15:38