უკან

რეგიონები

2 ივნისი, 2020 11:00
font-size

ქვემო ქართლში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, USAID-საქართველოს მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც შპს „აგროკომპლექსის” ხილის შემნახველი ახალი საწარმო გახსნა და პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული სუფრის ყურძნის ბაღი დაათვალიერა.

„საქართველოს მთავრობის და „ქართული ოცნების“ დანაპირების შესრულებაა კიდევ ერთი ახალი საწარმო. ქვეყანაში უკვე 200 ერთეულს აჭარბებს სამაცივრე და გადამმუშავებელი საწარმოების რაოდენობა. ახალი საწარმოს გახსნით, ქვემო ქართლის მოსახლეობა, ფერმერები მიიღებენ დამატებით სარგებელს, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. რაც შეეხება სუფრის ყურძნის ახალი ბაღების გაშენებას, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში. საქართველო არ არის განებივრებული სუფრის ყურძნის წარმოებით. სახელმწიფოს მხარდაჭერით კი, 2-3 წელიწადში შესაძლებელი იქნება სუფრის ყურძნის ექსპორტზე გატანაც”, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის. დღეს, საფუძველი ეყრება ჩვენს სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და კერძო სექტორს შორის მორიგ თანამშრომლობას. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონში ისეთი ეკონომიკური აქტივობების უზრუნველყოფას, რაც ადგილობრივ ფერმერებს შემოსავლების ზრდაში, ხოლო ქვეყნას ეკონომიკური ზრდის წახალისებაში დაეხმარება. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით, შიდა ქართლის რეგიონი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. USAID მხარს უჭერს აღნიშნულ რეგიონში კერძო სექტორის საქმიანობის განვითარებასა და, შესაძლებლობების ფარგლებში, ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის აღდგენას“, – განაცხადა პიტერ ვიბლერმა.
შპს „აგროკომპლექსი“ „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 1, 500,000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, შპს „აგროკომპლექსის“ თანაინვესტირებით (113 000 აშშ დოლარი) 1 440 მ2 ფართზე აშენდა შენობა და დამონტაჟდა ტენიანობისა და ვენტილაციის მარეგულირებელი სისტემა.

შპს „აგროკომპლექსის“ სამაცივრე მეურნეობა აღჭურვილია თანამედროვე ULO (Ultra low Oxyge) ტექნოლოგიით, რომლიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტით (74 786 აშშ დოლარი) შეიძინა და 10 სამაცივრე კამერა აღჭურვა. კამერების ჯამური ტევადობა ათასი ტონაა. თანამედროვე ULO ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ ხილმა ერთი წლის შემდეგაც ხიდან მოწყვეტილის იერსახე და ღირებულებები შეინარჩუნოს.

საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 15 პირი. კომპანია პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.

რაც შეხება პროგრამის „დანერგე მომავალი” ფარგლებში გაშენებულ სუფრის ყურძნის ბაღებს, ექვსმა კომპანიამ სუფრის ყურძნის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისათვის 529.379 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო და 3,500,000 ლარის მოცულობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰა-ზე იტალიური ჯიშის სუფრის ყურძენი გაშენდა.
ქვემო ქართლის რეგიონში გიორგი ხანიშვილთან და პიტერ ვიბლერთან ერთად იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და სოლომონ პავლიაშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და USAID-ის წარმომადგენლები.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ონში მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება

4 ივლისი, 2020 , 17:21

"არა ონის კასკადს", "დაიცავი რაჭა"- ამ მოწოდებებით ონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები, სამოქალაქო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი ონში ჰესის მშენებლობა

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

4 ივლისი, 2020 , 16:55

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს. ეს გადაწყვეტილება სტიქიის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიი

სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

4 ივლისი, 2020 , 16:55

გორი სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობის ნაწილმა, სასმელი წყლის მოთხოვნით, სოფლის ცენტრში აქცია გამართა. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავ

ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ 3090 სული მსხვილფეხა პირუტყვია დამუშავებული - სურსათის ეროვნული სააგენტო

4 ივლისი, 2020 , 15:10

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და შიდა ქართლში, ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ 3090 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაამუშავეს. აღნიშნულის შესახებ „მედიანიუსს“ სურსათის ეროვნული სა

კასპის მუნიციპალიტეტში კალიის საწინააღმდეგო წამლობა ტარდება

3 ივლისი, 2020 , 15:00

სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის მიმდებარე ტერიტორიაზე კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს. ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით შესაბამისი პრეპარატით მუ

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება

3 ივლისი, 2020 , 12:55

აჭარაში, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია დამუშავების ეტაპზეა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გაიმართა, 10-მდე სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბის კონცეფცია განიხილეს. მათ შორის არი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე